სომხური მაფია
დაარსების ადგილი | სომხეთი |
---|---|
ტერიტორია | სომხეთი, რუსეთი, აშშ, პოსტსაბჭოთა სივრცე, დასავლეთ ევროპა |
ეთნიკურობა | სომხები |
კრიმინალური საქმიანობა | გამოძალვა, რეკეტინგი, თავდასხმა, მკვლელობა, პოლიტიკური მკვლელობა, ფულის გათეთრება, მოსყიდვა, მითვისება, გადასახადებისაგან თავის არიდება, პოლიტიკური კორუფცია |
მოკავშირეები | რუსული მაფია და მექსიკური მაფია |
მოწინააღმდეგეები | აზერბაიჯანული მაფია და თურქული მაფია |
სომხური მაფია ― ზოგადი ტერმინი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებისა, რომელიც შედგება ეთნიკური სომხებისგან. სომხური მაფიის სტრუქტურა შედგება კლანებისაგან, რომელთაც „საძმოებს“ უწოდებენ[1]. მისი გავლენები გავრცელებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში, აშშ-სა და ევროპაში.
საერთაშორისო აქტივობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერმანია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2009-2011 წლებში გერმანიის ფედერაციული კრიმინალური პოლიციის ოფისმა (BKA) დაიწყო გამოძიება გერმანიაში არსებული სომხური მაფიის დაჯგუფებების წინააღმდეგ. იმ დროს მათ ბრალი ედებოდათ ნარკოტიკებით ვაჭრობაში, თუმცა ეს დღემდე ვერ დამტკიცდა[2]. იმავდროულად BKA-მ აღმოაჩინა, რომ ერფურტში ორი სომხური კლანის დაპირისპირება მიმდინარეობდა[3].
2014 წლის 13 ივლისს ორი მამაკაცი მძიმედ იყო დაჭრილი ზემოთ ხსენებული კლანების შელაპარაკებისას. მალევე BKA-მ 31 წლის მანქანების დილერი არტურ ზ. და 26 წლის კარო ს. დააკავეს ნარკოტიკებით ვაჭრობისათვის. მათ ადგილზევე უპოვნეს 35 კგ მარიხუანა[4].
მოგვიანებით BKA-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომ სომხური მაფია მართლაც არსებობს გერმანიაში, სხვა პოსტსაბჭოთა კრიმინალურ დაჯგუფებასთან ერთად ფლობს მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს და „საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას“[5].
2018 წლის 7 ნოემბრისთვის გერმანულმა ტელევიზიამ MDR მოამზადა 30-წუთიანი დოკუმენტური ფილმი, სახელად „ნათლია გერმანიაში: სომხური მაფია და კანონიერი ქურდები“. წესით ფილმი ტელევიზიის მეშვეობით უნდა გაშუქებულიყო, თუმცა მისმა რეჟისორმა 6 ნოემბერს ბერლინის სასამართლოდან ბოლო წუთას მიიღო ბრძანებულება, რომ ფილმი არ გაშვებულიყო[6].
2018 წლის მარტში სომხეთის ელჩმა აშოტ სმბატიანმა გერმანიის ხელისუფლებას შესთავაზა დახმარება სომხურ მაფიასთან ბრძოლაში, თუმცა BKA-მ უარყო მისი შეთავაზება. ამის მიზეზი ის გახდა, რომ გერმანული ხელისუფლება სომხურ მხარეს მაფიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, ამიტომაც ივარაუდებდა, რომ ვერ იქნებოდა მათი თანამშრომლობა ეფექტური, რამეთუ თავად სმბატიანსაც ჰქონდა კავშირი ე.წ. „კანონიერ ქურდებთან“.
საფრანგეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანგული ჟანდარმერია ევროპოლის საველე მხარდაჭერით მიზნად ისახავდა საფრანგეთში მოქმედი სომხური მაფიის კლანების აღმოჩენას, რომელთაც ბრალი ედებოდათ ქვეყანაში სიგარეტის კონტრაბანდას, გამოძალვასა და ფულის გათეთრებაში[7]. ამ მიზნით რენში, პარიზში, სენ-ეტიენში, ნანსში, სტრასბურგში, აგენოში, რეიმსში, შალონ-სურ-სონში, ლიმოჟსა და ბრესტში 27-ზე მეტი სახლი იქნა გაჩხრეკილი. ამის შედეგად 21 პიროვნება დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი სომხური მაფიის ერთ-ერთი მაღალი რანკის წარმომადგენელი აღმოჩნდა. გაჩხრეკილი შენობებიდან კი ამოიღეს 23,000 ევროს ნაღდი ფული, 2,000-ზე მეტი კოლოფი სიგარეტი, 23 კგ ნედლი თამბაქო და 6 ცეცხლსასროლი იარაღი[7].
2018 წლის დეკემბერში საფრანგეთის პოლიციამ ჩაატარა ოპერაცია, კოდური სახელით VORS 69-01, რომელიც მიმართული იყო საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ. ოპერაციის შედეგად დააკავეს დაჯგუფების რამდენიმე სომეხი და ქართველი წარმომადგენელი. ისინი მონაწილეობდნენ ძარცვაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და დოკუმენტების გაყალბებაში. ოპერაციაში 300-ზე მეტი პოლიციელი და ვერტმფრენები იყო ჩართული. დაკავებულთა შორის იყვნენ საქართველოსა და სომხეთის 9 მოქალაქე, მათ შორის ორი კანონიერი ქურდი[8].
ესპანეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სომხურ მაფიასთან ბრძოლის პირობებში ესპანურმა პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა[9]. ევროპოლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ესპანეთში ჩატარდა 11 სახლის ჩხრეკა, რომლიდანაც ამოიღეს 167,000 ევრო ნაღდი ფული და რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე, ამოიღეს 50-ზე მეტი ელექტრონული მოწყობილობა, საკრედიტო ბარათი, ხუთი ძვირადღირებული მანქანა და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ამის შემდეგ ესპანურმა მთავრობამ გაყინა მათი 50-მდე საბანკო ანგარიში. ევროპოლის განცხადებაში ნათქვამია: „სომეხთა კრიმინალური დაჯგუფება იყენებდა პროფესიონალ ჩოგბურთელს, რომელიც მოქმედებდა, როგორც ბანდისა და დანარჩენი კრიმინალური დაჯგუფების წარმომადგენელი“. ამ საქმის შედეგად დააკავეს სომხური მაფიის წარმომადგენელი 15 პირი, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხოლო საქმე აღიძრა 68 ადამიანზე[9].
2018 წელს ესპანურმა პოლიციამ ჩაატარა 74 სახლის ჩხრეკა, რომლის შედეგადაც დააკავეს სომხური მაფიის 129 წარმომადგენელი. დაკავებულთა შორის იყვნენ 7 კანონიერი ქურდი, რომლებიც მონაწილეობდნენ ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობაში, თამბაქოს კონტრაბანდაში, ფულის გათეთრებასა და სპორტულ კორუფციაშიც, რომელიც გავრცელებული იყო მთელი ევროპის სპორტულ სამყაროში და მათთან თანამშრომლობდნენ ცნობილი ჩოგბურთელები, კალათბურთელები, ჰოკეისტები და ფრენბურთელები[10].
შეერთებული შტატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Mean Streets: A rare look at Armenia’s Capital clans" - An ArmeniaNow Special Report by Vahan Ishkhanyan. March 3rd, 2006, ArmeniaNow. (Retrieved from the WebArchive, July 9th 2006)
- ↑ mdr.de Armenische Mafia in Thüringen: Landeskriminalamt deckt Drogenhandel auf | MDR.DE (in German), retrieved 2018-11-27
- ↑ FOCUS Online, "Gewaltexzesse in Thüringen: TV-Reportage zeigt Machenschaften brutaler Mafia-Clans", FOCUS Online (in German), retrieved 2018-11-27
- ↑ mdr.de. "Armenische Mafia in Thüringen: Landeskriminalamt deckt Drogenhandel auf | MDR.DE". www.mdr.de (in German). Retrieved 2018-12-13.
- ↑ "Bundeskriminalamt: Ermittler fürchten "Gefährdung des Rechtsstaats" durch armenische Mafia". Spiegel Online. 2018-11-02. Retrieved 2018-12-13.
- ↑ "Armenia Backs Berlin Envoy Despite Reported Ties To Mafia In Germany". RadioFreeEurope/RadioLiberty. Retrieved 2018-12-13.
- ↑ 7.0 7.1 "French Gendarmerie capture key members of Armenian mafia". Europol. Retrieved 2019-01-19.
- ↑ SWAT team, air support and 300+ officers crack down on Armenian-Georgian-Azerbaijani organized crime syndicate in France
- ↑ 9.0 9.1 "Spain arrests 15 people in tennis match-fixing investigation". 2019-01-10. Retrieved 2019-01-19.
- ↑ "Operation KUS targets Armenian and Georgian 'mafia' in Spain" დაარქივებული 2018-12-03 საიტზე Wayback Machine. . en.crimerussia.com.