სპარტები
სპარტები (ბერძ. Σπαρτοί) — ბერძნული მითოლოგიის მეომრები, რომლებიც მიწიდან აღმოცენდნენ მას შემდეგ, რაც კადმოსმა დრაკონის კბილები დათესა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც კადმოსმა ციხე-სიმაგრე ააგო ბორცვზე, მას კადმეა უწოდა, მასში სამსხვერპლოც აღმართა. მსხევრპლშეწირვისთვის აუცილებელი იყო წყალი, ამიტომაც კადმოსმა მსახურები წყაროზე გაგზავნა. როდესაც ისინი არ დაბრუნდნენ თვითონვე წავიდა და წყაროზე არესის და ტილფოსას ნაშიერი დრაკონი დახვდა. დრაკონმა კადმოსის მსახურები მოკლა და კადმოსთან საბრძოლველად ემზადებოდა. კადმოსმა ამ ბრძოლაში დაამარცხა არესის დრაკონი და ათენას რჩევით მისი კბილები დათესა. დათესვის შემდეგ მიწიდან მეომრები აღმოცენდნენ, რომლებმაც ერთმანეთში დაიწყეს ბრძოლა. ბრძოლაში ხუთი მეომრის გარდა ყველა დაიხოცა ეს ხუთი მეომარი კი კადმოსმა თავის არმიაში მიიღო და მათ სპარტები (დანათესები) უწოდა.
მეომართა სახელები:
- ექიონი ანუ გველისეული.
- ხთონიოსი ანუ მიწისეული.
- უდაიოსი ანუ მიწისქვეშეთისეული.
- პელორი ანუ გოლიათი.
- ჰიპერენორი ანუ ძალზე ძლიერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Apollodorus, Apollodorus, The Library, with an English Translation by Sir James George Frazer, F.B.A., F.R.S. in 2 Volumes. Cambridge, MA, Harvard University Press; London, William Heinemann Ltd. 1921. Online version at the Perseus Digital Library.
- Gantz, Timothy. Early Greek Myth. Baltimore: Johns Hopkins University Press, 1993.
- Pausanias, Pausanias Description of Greece with an English Translation by W.H.S. Jones, Litt.D., and H.A. Ormerod, M.A., in 4 Volumes. Cambridge, MA, Harvard University Press; London, William Heinemann Ltd. 1918. Online version at the Perseus Digital Library.
- Smith, William; Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology], London (1873). "Sparti"