სტავრიდა
იერსახე
სტავრიდა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Trachurus | ||||||||||
|
სტავრიდა (ლათ. Trachurus) — თევზების გვარი ქორჭილასნაირთა რიგისა. მათი თითიტარისებრი, წვრილკუდიანი სხეულის სიგრძე 50 სმ, მასა 400 გ აღწევს. შეიცავს 10 სახეობას, ბინადრობენ მსოფლიო ოკეანის სუბტროპიკულ და ზომიერად თბილ წყლებში. შავ ზღვაში საქართველოს სანაპიროებთან გვხვდება 1 ქვესახეობა (Trachurus mediterraneus ponticus). აქვთ სარეწაო მნიშვნელობა. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, ამზადებენ კონსერვებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 542.