სტრატონ ლამფსაკოსელი
იერსახე
სტრატონ ლამფსაკოსელი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Στράτων ὁ Λαμψακηνός |
დაბადების თარიღი | ძვ. წ. 340 |
გარდაცვალების თარიღი | ძვ. წ. 270/268 |
ეროვნება | ბერძენი |
პროფესია | ფილოსოფოსი |
სტრატონ ლამფსაკოსელი (ბერძ. Στράτων ὁ Λαμψακηνός; დ. ძვ. წ. 340 — გ. ძვ. წ. 270/268) — ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, პერიპატეტიკოსთა სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელელი. 18 წელი ამ სკოლის მეთაური იყო. მისი მრავალი თხზულებიდან შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები. სტრატონი პერიპატეტიკოსთა შორის გამოირჩევა მატერიალური პოზიციით, ღმერთისა და ტელეოლოგიის უარყოფით. „ყოველი არსებული“, მისი აზრით, „ბუნების მიერ არის შექმნილი“. რისიმე წარმოქმნის საფუძვლად მიიჩნევდა სითბოს და სიცივეს. სტრატონი ანგარიშს უწევდა დემოკრიტეს ატომისტიკას. აზროვნების საფუძვლად გრძნობადს თვლიდა, ბუნების მეცნიერულ კვლევაში დიდ ადგილს უთმობდა ექსპერიმენტს. დიდია მისი გავლენა ალექსანდრიული სკოლის მოაზროვნეებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Диоген Лаертский, О жизни, учениях и изречениях знаменитых философов, М., 1979, с. 222–224;
- ჭელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 578–579.