სურია ბაჰადურ თაპა
სურია ბაჰადურ თაპა | |
ნეპ. सूर्य बहादुर थापा | |
ნეპალის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
5 ივნისი 2003 – 3 ივნისი 2004 | |
მონარქი | გიანენდრა |
წინამორბედი | ლოკენდრა ბაჰადურ ჩანდი |
მემკვიდრე | შერ ბაჰადურ დეუბა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 ოქტომბერი 1997 – 15 აპრილი 1998 | |
მონარქი | ბირენდრა |
წინამორბედი | ლოკენდრა ბაჰადურ ჩანდი |
მემკვიდრე | გირიჯა პრასად კოირალა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 მაისი 1979 – 12 ივლისი 1983 | |
მონარქი | ბირენდრა |
წინამორბედი | კირტი ნიდჰი ბისტა |
მემკვიდრე | ლოკენდრა ბაჰადურ ჩანდი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 იანვარი 1965 – 7 აპრილი 1969 | |
მონარქი | მაჰენდრა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
23 დეკემბერი 1963 – 26 თებერვალი 1964 | |
მონარქი | მაჰენდრა |
ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ივნისი 2003 – 3 მარტი 2004 | |
წინამორბედი | ნარენდრა ბიკრამ შაჰი |
მემკვიდრე | ბეჰ ბაჰადურ თაპა |
ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
{{{თანამდებობა დაიკავა7}}} – 1981 — 1982 | |
წინამორბედი | კ. ბ. შაჰი |
მემკვიდრე | პადმა ბაჰადურ ჰათრი |
დაბადებული | 21 მარტი 1928 დჰანკუტა, 1-ლი პროვინცია, ნეპალი |
გარდაცვლილი | 15 აპრილი 2015 (87 წელი) ნიუ-დელი, ინდოეთი |
პოლიტიკური პარტია | რასტრია ჯანამუქტი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია) |
შვილები | ვაჟი და 3 ქალიშვილი |
განათლება | ალაჰაბადის უნივერსიტეტი |
რელიგია | ინდუიზმი |
სურია ბაჰადურ თაპა (ინგლ. Surya Bahadur Thapa, ნეპ. सूर्य बहादुर थापा; დ. 21 მარტი, 1928, მუგა, დხანკუტას რაიონი, ნეპალის სამეფო — გ. 15 აპრილი, 2015, დელი, ინდოეთი) — ნეპალის სახელმწიფო მოღვაწე, ხუთჯერ ეკავა ნეპალის პრემიერ-მინისტრის პოსტი; მისი პოლიტიკური კარიერა 50 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა.[1]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სურია ბაჰადურ თაპას პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1950 წელს, როგორც მეფესთან დაახლოებული პოლიტიკური ფიგურის მიერ რანას ოჯახის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე სტუდენტური მოძრაობის ჩახშობით.[2]
რვა წლის შემდეგ, 1958 წელს, სურია ბაჰადურ თაპა აირჩიეს სამეფო საბჭოში.
1960 წელს იგი დაინიშნა სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების და მრეწველობის მინისტრად ახლად შექმნილ პანჩაიატის მთავრობაში. ხსენებული პოსტი ორი წლის განმავლობაში ეკავა. შემდეგ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი გახდა. ერთი წლის შემდეგ დაინიშნა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, ანუ ნეპალის პრემიერ-მინისტრად. 1960-იან წლებში ორჯერ ეკავა ეს თანამდებობა —1964 წლიდან 1965 წლამდე მცირე ხნით მისი ადგილი დაიკავა ტულსი გირიმ.[3]
1972 წელს მან წინადადება წამოაყენა სამეფო რეზოლუციის მიღების თაობაზე, რომელიც შეიტანდა გარკვეულ დემოკრატიულ ცვლილებებს არსებულ სისტემაში. თუმცა ეს წინადადება არ მიიღეს, პოლიტიკოსი დააკავეს და ციხეში ჩასვეს, სადაც ხუთი წელი გაატარა. 1974 წელს მან დაიწყო შიმშილობა ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების მოთხოვნით, რომელიც 21 დღე გაგრძელდა.[4]
1979 წელს მასობრივი დემოკრატიული დემონსტრაციების შემდეგ იგი კვლავ დაინიშნა ნეპალის პრემიერ-მინისტრად. იმ დროს ის ერთადერთი სახელმწიფო მოღვაწე იყო, ვინც გაუძლო არსებულ პოლიტიკურ ვითარებას — დასუსტებული იყო პანჩაიატის სისტემა, მის წინააღმდეგ სტუდენტური მოძრაობები კი პირიქით, მძაფრდებოდა. სურია ბაჰადურ თაპას, რომელსაც სტუდენტური არეულობის ჩახშობის გამოცდილება 1950 წლიდან ჰქონდა, მოახერხა არა მხოლოდ პროტესტის განეიტრალება, არამედ აღმოფხვრა მათი წარმოშობის მიზეზი თავად პანჩაიატის სისტემის მოდერნიზაციით. ეს მისი მესამე ვადა გახლდათ, რომელიც ყველაზე გრძელია და ყველაზე ეფექტურად ითვლება.
1983 წელს, პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, იგი კვლავ ნეპალის პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩა, კომენტარებს აკეთებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე . ის საკმაოდ პოპულარული პოლიტიკური ფიგურა გახდა 1990 წელს, როდესაც ნეპალმა გადასვლა დაიწტო მრავალპარტიულ სისტემაზე, შექმნა და ხელმძღვანელობდა მონარქისტულ Ratril Prahanta პარტიას.
1994 წელს ამ პარტიიდან მან პირველად მიიღო მონაწილეობა დემოკრატიულ არჩევნებში, რის შედეგადაც გახდა პარლამენტის ქვედა პალატის დეპუტატი, ხოლო სამი წლის შემდეგ (1997) კვლავ დაინიშნა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. თუმცა, 1998 წელს მან განცხადება გააკეთა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და არჩევნებისთვის დაიწყო მზადება. 1999 წელს კვლავ აირჩიეს ქვედა პალატაში, მაგრამ ამჯერად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან (Rastriya Prajatantra).
2003 წლის ივნისში კვლავ დაინიშნა ნეპალის პრემიერ-მინისტრად, ამავე დროს იყო თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრი. მას შემდეგ, რაც მაოისტებმა უარი თქვეს შერიგების გეგმაზე, რომელიც მოიცავდა 75 პუნქტს, მან განაგრძო სამხედრო მოქმედებები ნეპალში სამოქალაქო ომის დროს. მისი ხელისუფლების სათავეში ყოფნის ეს პერიოდი გამოირჩევა ნეპალის აქტიური მონაწილეობით მსოფლიო პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში.
2004 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ წელზე ნაკლები პერიოდი დაჰყო, სურია ბაჰადურ თაპამ მეხუთე და საბოლოო განცხადება გააკეთა გადადგომაზე. მიუხედავად ამისა, იგი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში , მაგრამ უკვე როგორც თავისი ახალი პარტიის — ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის (Rastriya Janashakti) წარმომადგენელი.[5][6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ian Preston (2001). A Political Chronology of Central, South and East Asia. Psychology Press. p. 204. ISBN 9781857431148. Retrieved 2015-04-19.
- ↑ Bhuwan Lal Joshi & Leo E. Rose (1966). "Democratic Innovations in Nepal: A Case Study of Political Acculturation". University of California Press. pp. 434–441. Retrieved 2015-04-16.
- ↑ "Nepalresearch". Retrieved April 20, 2015.
- ↑ Michelle Kergoat (2008). Histoire politique du Népal – Aux origines de l'insurrection maoïste. KARTHALA Editions. p. 130. ISBN 9782811142391. Retrieved 2015-04-19.
- ↑ Ekantipur Staff (16 April 2015). "Ex-PM Thapa dies in Delhi Hospital"[მკვდარი ბმული]. Ekantipur.com. Retrieved April 16, 2015. (ნეპალ.)
- ↑ "Former PM Thapa passes away".[მკვდარი ბმული] Nepal Times.com. Retrieved April 16, 2015.