შინაარსზე გადასვლა

ტერეზა რაიტი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერეზა რაიტი
დაბადების სახელი მარიელ ტერეზა რაიტი
დაბადების თარიღი 27 ოქტომბერი, 1918
ჰარლემი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 6 მარტი, 2005 (86 წლის)
კონექტიკუტი, აშშ
ეროვნება მსახიობი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1941–1997
მეუღლე(ები) ნივენ ბაში (იქ. 1942–52)
რობერტ ანდერსონი (იქ. 1959–78)
შვილ(ებ)ი 2

მარიელ ტერეზა რაიტი (ინგლ. Muriel Teresa Wright; დ. 27 ოქტომბერი, 1918 — გ. 6 მარტი, 2005) — ამერიკელი მსახიობი. ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში, ერთხელ ამერიკულ დრამაში, „პატარა მელიებში“ (1941) შესრულებული როლისთვის, ხოლო მეორედ, 1942 წლის რომანტიკულ დრამაში, „მისის მინივერსში“ თამაშისთვის. ამავე წელს ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მოიგო ამერიკულ ფილმში „იანკების სიამაყეში“ შესრულებული როლით. ასევე ცნობილია ამერიკულ ფსიქოლოგიურ თრილერში, „ეჭვიანობაში“ (1943) და ეპიკურ დრამაში „ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლებში“ (1946) შესრულებული როლებით.

რაიტს მოგებული აქვს სამი ემი ჯილდო. 1957 წელს მონაწილეობა მიიღო ჰელენ კელერის ავტობიოგრაფიული წიგნის ადაპტირებაში, „სასწაულმოქმედში“. თამაშობდა CBS-ს სერიალში, „Dolphin Cove“. აღიარება მოიპოვა წარმატებული ფილმების რეჟისორებისგან, მათ შორისაა ამერიკელი კინო რეჟისორი უილიამ უაილერი, რომელმაც რაიტს ყველაზე პერსპექტიული მსახიობი უწოდა და რეჟისორი ალფრედ ჰიტჩკოკი, რომელიც რაიტს მისი პროფესიონალიზმისთვის აღმერთებდა.

მარიელ ტერეზა რაიტი დაიბადა 1918 წლის 27 ოქტომბერს, ჰარლემში, ნიუ-იორკში. იყო მართა და არტურ რაიტის ქალიშვილი. მისი მშობლები მაშინ განქორწინდნენ, როდესაც რაიტი ბავშვი იყო. გაიზარდა ნიუ-ჯერსიში, სადაც სწავლობდა „კოლუმბიის საშუალო სკოლაში“. მას შემდეგ რაც მან ჰელენ ჰეიზის გამოსვლას უყურა ნიუ-იორკის ერთ-ერთ თეატრში, მას ინტერესი გაუჩნდა სამსახიობო კარიერისადმი და სასკოლო სპექტაკლებში მთავარი როლების შესრულება დაიწყო.

პროვინსტაუნში, მასაჩუსეტში მან „Wharf Theater“-ის სტიპენდია მოიპოვა.

ტერეზა რაიტი, ვოლთერ პიჯეონი და გრირ გერსონი ფილმში „მისის მინივერსში“ (1942)
რაიტი და იოზეფ კოტენი ფილმში, „ეჭვიანობა“ (1943)
ფრედერიკ მარჩთან, მირნა ლოისთან, დანა ენდრიუსთან ერთად, „ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლებში“

1939 წელს მერი სქინერის როლის შესრულება დაიწყო, პიესაში „ცხოვრება მამასთან“, მსახიობი ამ როლით ორი წლის განმავლობაში თამაშობდა. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა რაიტი პროდიუსერმა, სამუელ გოლდვინმა, რომელიც თეატრში რაიტის თამაშის სანახავად მივიდა.

მოგვიანებით გოლდუინმა გაიხსენა რაიტთან შეხვედრა კულისებში: „მის რაიტი გამოსაცვლელ მაგიდასთან იჯდა, იგი მთელ სამყაროს ისე უყურებდა, როგორც პატარა გოგო ატარებს ექსპერიმენტებს დედის კოსმეტიკით, მე იგი დანახვისთანავე აღმოვაჩინე.“

გოლდუინმა მაშინვე დაიქირავა ახალგაზრდა მსახიობი, ბეტი დევისის ქალიშვილის როლისთვის, 1939 წლის პიესაში, „პატარა მელიები“. მსახიობმა გოლდუინის სტუდიოსთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

1941 წელს გადაიღეს ამერიკულ დრამაში, „პატარა მელიები“, რომლისთვისაც რაიტი ნომინირდა ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორე ხარისხოვან როლში. მომდევნო წელს, „იანკების სიამაყეში“ შესრულებული ჰენრი გეჰრიგის მეუღლის როლით, იგი ნომინირდა ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ამავე წელს, „მისის მინივერში“ შესრულებული როლისთვის მსახიობი დაჯილდოვდა ოსკარით, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორე ხარისხოვან როლში. რაიტი პირველია იმ 9 მსახიობს შორის, რომელიც ოსკარის ორივე კატეგორიაში ერთსა და იმავე წელს ნომინირდა.[1] ის ერთადერთი მსახიობია რომელმაც ოსკარის ნომინაციები პირველი სამი როლისთვის მიიღო.

1943 წელს რაიტი გადაიღეს ამერიკულ ფსიქოლოგიურ თრილერში, „ეჭვიანობა“, სადაც მან ახალგაზრდა ქალის როლი ითამაშა, რომელიც აღმოაჩენს რომ მისი საყვარელი ბიძა სერიული მკვლელია. ფილმის რეჟისორია ალფრედ ჰიჩკოკი, ჰიჩკოკი ფიქრობდა რომ რაიტი ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალი მსახიობი იყო, რომელთან ერთადაც მას უმუშავია. 1946 წელს მსახიობმა შეასრულა კიდევ ერთი აღსანიშნავი როლი უილიამ უილერის ფილმში, „ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წლები“. 4 წლის შემდეგ რაიტი გამოჩნდა ომის ვეტერანებზე გადაღებულ ფილმში, „კაცები“ (1950), სადაც დებიუტი შეასრულა ამერიკელმა მსახიობმა, მარლო ბრანდომ. 1947 წელს გადაიღეს ვესტერნში, „Pursued“. მომდევნო წელს მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ამერიკულ რომანტიკაში, „მოჯადოებულები“, რომელიც პარალელური რომანების მოყვარულთა ორი თაობის ისტორიაა. ამ როლისთვის რაიტმა საკმაოდ კარგი შეფასებები მიიღო.

გადაღებულია სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა: 1980 წლის რომანტიკული კომედია, „სადმე დროში“, მან ბებიის როლი ითამაშა ფილმში, „კარგი დედა“ (1988), და მის ბირდის როლი ფილმში, „The Rainmaker“ (1997).

1942 წლიდან 1952 წლამდე რაიტი დაქორწინებული იყო მწერალზე, ნივენ ბაშზე. წყვილს ორი შვილი ეყოლათ: 1944 წლის 2 დეკემბერს დაბადებული ვაჟი ნივენ ტერენს ბაში, და ქალიშვილი მერი-კელი ბაში, რომელიც 1947 წლის 12 სექტემბერს დაიბადა. 1959 წელს რაიტი დაქორწინდა დრამატურგზე, რობერტ ანდერსონზე. წყვილი 1978 წელს განქორწინდა, თუმცა რაიტის გარდაცვალებამდე საკმაოდ ახლო ურთიერთობა შეინარჩუნეს.

მისი ქალიშვილი, მერი-კელი საბავშვო წიგნების ავტორია.[2] ჰყავს ორი შვილიშვილი.

გარდაიცვალა 2005 წლის 6 მარტს, 86 წლის ასაკში, გულის შეტევის შედეგად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „The Star Nobody Knows“. The Post-Standard. Syracuse, New York. March 30, 1947. p. 32.
  2. Mary-Kelly Busch. ციტირების თარიღი: February 7, 2018