შინაარსზე გადასვლა

ტრირ-ერანგი/კვინტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტრირ-ერანგი/კვინტი (გერმ. Trier-Ehrang/Quint) — ქალაქ ტრირის (რაინლანდ-პფალცი) 19-დან სიდიდით მესამე დასახლება. მოსახლეობა შეადგენს დაახლ. 10 000 კაცს. გარდა ამისა, ტრირ-ერანგ/კვინტს ტრირის დასახლებებიდან ყველაზე დიდი ფართობი უჭირავს.

დასახლება იყოფა ორი, ერანგისა და კვინტის ნაწილისაგან და მდებარეობს ქალაქის ჩრდილოაღმოსავლეთით მდინარე მოზელის მარცხენა ნაპირზე. ერანგში მდინარე კილი (გერმ. Kyll) ერთვის მოზელს, ხოლო კვინტში კი - კვინტბახი (გერმ. Quintbach). ქალაქის მეზობელი დასახლებებია პფალცელი (გერმ. Pfalzel) და ბივერი (გერმ. Biewer).

  • Martin Kreckler, Wolfgang Kreckler: Eisenbahn in Ehrang. Nahtstelle von Saar-, Eifel- und Moselbahn. 1. Auflage. EK-Verlag, Freiburg 2008.
  • Martin Kreckler: Das Quinter Viadukt. In: Verein Ehranger Heimat e.V. (Hrsg.): Ehranger Heimat. Jahrbuch. 2010.