ტუნგკუანი
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
ტუნგკუანი 东莞市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | გუანდუნი |
შიდა დაყოფა | Dongcheng Subdistrict, Nancheng Subdistrict, Wanjiang District, Guancheng Subdistrict, Shijie, Shilong Town, Chashan, Shipai, Qishi Town, Hengli Town, Qiaotou Town, Xiegang, Dongkeng Town, Changping, Liaobu, Zhangmutou, Dalang Town, Huangjiang Town, Qingxi, Tangxia Town, Fenggang, Dalingshan Town, Chang'an, Humen, Houjie Town, Shatian Town, Daojiao Town, Hongmei Town, Machong, Wangniudun, Zhongtang Town, Gaobu, Q14428517?, Q14428521?, Dongguan Songshan Lake High-tech Industrial Development Zone და Q10870911? |
კოორდინატები | 23°01′16″ ჩ. გ. 113°45′07″ ა. გ. / 23.02111° ჩ. გ. 113.75194° ა. გ. |
ფართობი | 2,465 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 8±1 მეტრი |
მოსახლეობა | 10,466,625 კაცი (2020[1]) |
სიმჭიდროვე | 4200 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 769 |
საფოსტო ინდექსი | 523000 |
საავტომობილო კოდი | 粤S |
ოფიციალური საიტი | dg.gov.cn |
ტუნგკუანი (ჩინ.: 东莞市; ფინინი: Dōngguǎn; /dʊŋˈɡwæn/[2]) — საოლქო დონის ქალაქი გუანდუნის პროვინციის ცენტრალურ ნაწილში, ჩინეთი. ის არის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ქალაქი მარგალიტის მდინარის დელტის მეგაპოლისში. ტუნგკუნს ესაზღვრება: პროვინციის დედაქალაქი გუანჯოუ ჩრდილოეთიდან, ხუეიჭოუ ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, შენჯენი სამხრეთიდან და „მარგალიტის მდინარე“ (ჭუძიანგი) დასავლეთით. ის შენდის მარგალიტის მდინარის დელტის შემადგენლობაში, რისი მთლიანი მოსახლეობაც 65.57 მილიონს შეადგენს (2020 წლის მონაცემები) და ცხრა მუნიციპალიტეტად იყოფა. ამავე მეგაპოლისის ფართობი 19 870 კვადრატული კილომეტრია.[1]
ტუნკუანის ქალაქის ადმინისტრაცია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ წარმატებულად მიიჩნევა.[3] გადაზიდვების მოცულობის მხრივ ჩინეთის მასშტაბით ტუნგკუანი მხოლოდ შენჯენს, შანხაისა და სუჭოუს ჩამოუვარდება (65.54 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი). საოლქო დონის ქალაქში ასევე მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ცენტრი, ახალი სამხრეთ ჩინეთს ცენტრი.[4][5] მიხედავად იმისა, რომ ტუნგკუანი კულტურულად და გეოგრაფიულად ჩინეთის კანტონურ ნაწილს მიეკუთვნება, თანამედროვე მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც მანდარინულად საუბრობს. ეს განპირობებულია ეკონომიკური მიგრაციით ჩინეთის სხვადასხვა ნაწილებიდან.[6] საოლქო დონის ქალაქში მდებარეობს ჩინეთის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთა შორისაა: გუანდუნის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, გიანდინის სამედიცინო უნივერსიტეტი და ტუნგკუანის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტუნგკუანის ტერიტორიაზე ადამიანი 5 000 წლის წინ იყო დასახლებული, ტუნგკუანი, როგორც ქალაქი არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა.
1839 წელს, ოპიუმის პირველი ომის დასაწყისში, ხუმენის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ოპიუმი განადგურდა (ხუმენი ამჟამად ტუნგკუანის საოლქო დონის ქალაქის დაქვემდებარეობაშია). ამავე ომის მნიშვნელოვანი ბრძოლების ნაწილი სწორედ ტუნგკიანის ტერიტორიაზე მოხდა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ქალაქში განთავსებული იყო სამხედრო ბაზა იაპონია-ჩინეთის მეორე ომისათვის.[7]
თავდაპირველად ქალაქი ხუეიიანგის პრეფექტურის შემადგენლობაში შედიოდა. იმის გამო, რომ ტუნგკუანი ამავე პრეფექტურის დედაქალაქზე, ხუეიჭოუზე მეტად განვითარდა (ეკონომიკურად), მას ქალაქის სტატუსი მიენიჭა (1985 წელს). სამი წლის შემდეგ მისი სტატუსი კვლავ შეიცვალა და საოლქო ქალაქი გახდა.[8] ამ პერიოდში ქალაქში სოფლის მეურნეობაზე პოპულარული მრეწველობა გახდა, ეკონომიკურმა ზრდამ კი 18% შეადგინა.[9]
ქალაქი ჩინური Forbes-ის ინოვაციური ქალაქების სიაში მე-13 ადგილს იკავებს. Foreign Policy-ის მიხედვით ის მსოფიოს ყველაზე დინამიკურ ქალაქებს შორის მე-18-ა.[10]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გეოგრაფიულად, ქალაქი მეტწილად გორაკებიანია, აღმოსავლეთ ნაწილი კი დაბლობებს უჭირავს. დასავლეთ ნაწილში ქალაქი მოიცავს 115.98 კილომეტრის სიგრძის სანაპირო ზოლს. ტუნგკუანის ურბანული ცენტრი გუანჯოუდან 50 კილომეტრში, შენჯენიდან 90 კილომეტრში, ჰონგ-კონგიდან 47 კილომეტრში, ხოლო მაკაოდან 80 კილომეტრში მდებარეობს. ის გუანჯოუ-შენჯენის ეკონომიკური კორიდორის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს როგორც ხმელეთით, ასევე საზღაო ტრანსპორტით.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტუნგკუანისათვის დამახასიათებელია ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cwa). ქალაქი ჩრდილოეთი ტროპიკის (კირჩხიბის ტროპიკი) სამხრეთით მდებარეობს. საშუალი ტემპერატურა წლის განმავლობაში 22.7 C-ია, საშუალო ნალექების რაოდენობა კი 1 787 მილიმეტრი.[11]
ჰავის მონაცემები — ტუნგკუანი (1981−2010) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 28.0 | 29.4 | 32.7 | 34.0 | 35.4 | 37.0 | 38.2 | 37.8 | 37.2 | 34.4 | 33.6 | 30.0 | 38.2 |
საშუალო მაღალი °C | 19.2 | 19.4 | 22.5 | 26.2 | 29.8 | 31.8 | 32.9 | 33.0 | 31.7 | 29.4 | 25.3 | 21.1 | 26.9 |
საშუალო დღიური °C | 14.8 | 15.5 | 18.7 | 22.6 | 26.0 | 27.9 | 28.7 | 28.7 | 27.5 | 25.0 | 20.6 | 16.4 | 22.7 |
საშუალო დაბალი °C | 11.7 | 12.9 | 16.0 | 20.0 | 23.2 | 25.3 | 25.9 | 25.9 | 24.6 | 21.8 | 17.3 | 13.1 | 19.8 |
რეკორდულად დაბალი °C | 3.0 | 3.1 | 3.0 | 9.7 | 15.4 | 18.3 | 21.3 | 22.2 | 16.8 | 12.3 | 5.8 | 1.2 | 1.2 |
საშუალო ნალექი (მმ) | 39.4 | 65.2 | 94.2 | 196.7 | 265.8 | 313.9 | 236.9 | 268.3 | 185.5 | 55.1 | 35.7 | 30.0 | 1 786,7 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 71 | 76 | 79 | 82 | 81 | 82 | 81 | 80 | 76 | 70 | 66 | 67 | 76 |
წყარო: China Meteorological Data Service Center |
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წელს ტუნგკიანის ტერიტორიაზე 6 949 800 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან 1 748 700 ადგილობრივი, 5 201 100 კი ქვეყნის სხვა ნაწილიდან მიგრანტი იყო. 2010 წელს მოსახლოება 8 220 237 ადამიანამდე გაიზარდა. 2016 წელს რიცხვმა 8.26 მილიონი შეადგინა, სიმჭიდროვე კი ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5 100 ადამიანი იყო.[12]
ტუნგკუანშიასევე დასახლებულია ბევრი „ზღვისიქითა“ ჩინელი. წარმოშობის მიხედვით 700 000 ადამიანი ჰონგ-კონგიდან, ტაივანიდან და მაკაოდანაა, 200 000-ზე მეტი ჩინელი კი საზღვარგარეთ მცხოვრებია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Dongguan, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- www.dongguantoday.com მთავრობის დაფინანსებული ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია ინფორმაცია ტუნგკუანის შესახებ
- ტუნგკუნის უცხოური ინვესტიციები
- ტუნგკუანის მთავრობა
- ტუნგკუნის უცხოური ვაჭრობისა და ეკონომიკური კორპორაცია (ჩინურად, ინგლისურად)
- IATT - ტექნოლოგიების გაცვლის საერთაშორისო ასოციაცია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 China: Administrative Division of Guăngdōng / 广东省. ციტირების თარიღი: 25 May 2015
- ↑ dongguan, ინგლისური ენის ამერიკული მემკვიდრეობის ლექსიკონი (მე-5 გამოცემა), ბოსტონი, Houghton Mifflin Harcourt
- ↑ Yeung, Godfrey (2001). „Foreign Direct Investment and Investment Environment in Dongguan Municipality of Southern China“. Journal of Contemporary China. 10 (26): 125–154. doi:10.1080/10670560125259. S2CID 9810364. ციტირების თარიღი: 6 July 2020.
- ↑ Utopia, Part 3: The World’s Largest Shopping Mall დაარქივებული 2017-08-28 საიტზე Wayback Machine. , August 18, 2009, Retrieved February 9, 2010
- ↑ Keegan, Matthew. World's Biggest Shopping Mall in China Is No Longer a 'Ghost Mall'. ციტირების თარიღი: 2019-06-13
- ↑ Keegan, Matthew (16 February 2018). „Dongguan in the spotlight: hi-tech comeback for 'factory of the world'?“. The Guardian. ციტირების თარიღი: 6 July 2020.
- ↑ Dongguan - History დაარქივებული 2011-12-23 საიტზე Wayback Machine. , Dongguan Government
- ↑ Ezra F. Vogel (October 1990). One Step Ahead in China: Guangdong Under Reform. Harvard University Press, გვ. 225–. ISBN 978-0-674-63911-9.
- ↑ Huizhou City, Dongguan City- China - Guangdong. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 27 ნოემბერი 2021.
- ↑ Parks, Cara. The Most Dynamic Cities of 2025 en-US. ციტირების თარიღი: 2019-06-13
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. Weather China.
- ↑ Table 1 Largest Built-up Urban Areas in the World: 2016. Wendell Cox (2016). ციტირების თარიღი: 4 January 2018