შინაარსზე გადასვლა

უილიამ ჯექსონ ჰუკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ ჯექსონ ჰუკერი

უილიამ ჯექსონ ჰუკერი (დ. 6 ივლისი, 1785, ნორიჯი — გ. 12 აგვისტო, 1865, ლონდონი) — ინგლისელი ბოტანიკოსი. ჯოზეფ დოლტონ ჰუკერის მამა.

გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი (1820 წლიდან). 1841–1865 წლებში კიუს ბოტანიკური ბაღის დირექტორი. მის სახელთანაა დაკავშირებული ამ ბაღის გადაქცევა მსოფლიოს ფლორის შემსწავლელ უდიდეს ბოტანიკურ ცენტრად. ჰუკერი თავისი დროის უდიდესი სისტემატიკოსია. გამოაქვეყნა მრავალრიცხოვანი შრომა ინგლისის, ამერიკის და აფრიკის ფლორის შესახებ, მონოგრაფია გვიმრანაირებზე. დააარსა მრავალი ჟურნალი და სერია, მათ შორის „Icones plantarum“ (1836).