ფაბრიციო მიკოლი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ფაბრიციო მიკოლი | ||
დაბადების თარიღი | 27 ივნისი, 1979 | ||
დაბადების ადგილი | ნარდო, იტალია | ||
სიმაღლე | 168 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | პალერმო | ||
ნომერი | 10 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1991-1995 | მილანი | ||
1995-1996 | კასარანო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1996–1998 | კასარანო | 57 | (19) |
1998–2002 | ტერნანა | 120 | (32) |
2002–2005 | იუვენტუსი | 25 | (8) |
2002–2003 | პერუჯა (იჯარით) | 34 | (9) |
2004–2005 | ფიორენტინა | 35 | (12) |
2005–2007 | იუვენტუსი | 0 | (0) |
2005–2007 | ბენფიკა (იჯარით) | 39 | (14) |
2007– | პალერმო | 148 | (71) |
ეროვნული ნაკრები | |||
1996–1997 | იტალია 18 წლ. | 10 | (5) |
1998–2000 | იტალია 21 წლ. | 7 | (2) |
2003–2004 | იტალია | 10 | (2) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ფაბრიციო მიკოლი (იტალ. Fabrizio Miccoli; დ. 27 ივნისი, 1979, ნარდო, იტალია) — იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად თამაშობს იტალიის სერია A-ს კლუბ „პალერმოში“.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფაბრიციო მიკოლი დაიბადა ქალაქ ნარდოში, თუმცა ბავშვობა ქალაქ სან-დონატო დი ლეჩეში გაატარა. კარიერა მან „მილანში“ დაიწყო, თუმცა სახლის მონატრების გამო იგი მშობლიურ ლეჩეში დაბრუნდა, თუმცა კლუბმა მისი დაბალი სიმაღლის გამო დაიწუნა და გუნდში არ აიყვანა. 16 წლის რომ გახდა იგი კლუბ „კასარანოში“ გადავიდა, სადაც ერთი წლის შემდეგ უკვე დიდ გუნდში ჰქონდა დებიუტი სერია ცში. პირველივე სეზონში მიკოლიმ 8 გოლი გაიტანა. 1998 წელს მიკოლი „ტერნანაში“ გადავიდა, სადაც 3 სეზონი გაატარა და 32 გოლის გატანა შეძლო.
ზაფხულში 2002 წელს ფაბრიციო „იუვენტუსში“ გადავიდა 7,5 მილიონ ევროდ, თუმცა მაშინათვე იჯარით „პერუჯაში“ გაუშვეს, სადაც სერია A-ში 9 გოლის გატანა შეძლო, ხოლოდ იტალიის თასის გათამაშებაზე კი 5 გოლი. „იუვეში“ დაბრუნებისას მიკოლის კაი სეზონი ჰქონდა, მართალია უმეტეს შემთხვევებში შეცვლებზე გამოდიოდა, მაგრამ დიდ წილად მაინც ნორმალური სეზონი ჰქონდა, თუმცა 2004 წელს იგი დაემშვიდობა ტურინის ქუჩებს და „ფიორენტინაში“ გადავიდა. იების შემადგენლობაში მიკოლიმ 35 მატჩი ჩაატარა და 12 გოლის გატანა შეძლო, თუმცა იმის გამო რომ „ფიორეს“ მიკოლის სატრანსფერო უფლებების მხოლოდ 50 % ჰქონდა ნაყიდი, აუქციონი გაიმართა „ფიორეს“ და „იუვეს“ შორის, სადაც „იუვემ“ გაიმარჯვა და მიკოლი ისევ ტურინში დაბრუნდა, თუმცა თვითონ მიკოლიმ ეს დაბრუნება ტრაგედიად მონათლა და ბევრი ფანიც გადაიმტერა.
2005 წელს მიკოლი იჯარით „ბენფიკაში“ გადავიდა. ლისაბონურ კლუბში იგი ჩემპიონთა ლიგაზეც გამოდიოდა, სადაც 2 გოლის გატანაც შეძლო და მთლიანობაში კარგი სეზონი ჰქონდა, რის გამოც „ბენფიკამ“ გაუხანგრძლივა იჯარა. ახალ სეზონში მიკოლიმ 22 თამაშში 10 გოლის გატანა შეძლო ჩემპიონატში. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მიკოლის ფეხბურთისთვის თავის დანებება უნდოდა, თუმცა მისი ცოლი ემას დიდი მხარდაჭერით ის მაინც დარჩა დიდ ფეხბურთში.
2007 წელს ფაბრიციო იტალიაში დაბრუნდა, თუმცა არა თავის სახლში, არამედ სიცილიაზე, კერძოდ კი „პალერმოში“. მისი ტრანსფერი სიცილიელებს 4.3 მილიონი ევრო დაუჯდათ და მიკოლიმ 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პირველი სეზონი მთლად პროდუქტიული ვერ იყო ფაბრიციო, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლის გატანა მაინც შეძლო იმ სეზონში, მაგალითად „ლივორნოსთან“ და „მილანთან“.
2008/09 სეზონში „პალერმოდან“ კარვალიო ამაური წავიდა და ფაბრიციო მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა კლუბის. იმ სეზონში მან 14 გოლის გატანა შეძლო და სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ასევე ამ სეზონში იგი გუნდის კაპიტანი გახდა. სეზონის ბოლოს მიკოლიმ 2012 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი სიცილიურ კლუბთან. 2009 წლის დეკემბერში „მილანთან“ თამაშის დროს, როდესაც მას ცვლიდნენ, სან-სიროზე ხალხი ფეხზე წამოდგა და მას ტაშს უკრავდნენ, მისი ბრწყინვალე თამაშის გამო. „ლეჩესთან“ თამაშის დროს ფაბრიციომ შეცვლა მოითხოვა და მერე იმით ახსნა ეს საქციელი, რომ თავისი საყვარელი და სახლის კლუბის წინააღმდეგ იგი ვერ ითამაშებს.
2009-2010 სეზონში მიკოლიმ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ თავისი კლუბი უეფა-ს ევროპის ლიგაზე გაიყვანა. მას პრემიერ ლიგაში ეპატიჟებოდნენ სათამაშოდ, თუმცა უარი თქვა და სიცილიის ერთგული დარჩა, თუმცა ტრავმის გამო დიდი ნაწილი მაინც გაუცდა კლუბში.
2010-2011 სეზონი მიკოლისთვის ნორმალურად ჩაიარა, თუმცა ხშირად ვერ გამოდიოდა მინდორზე, რის გამოც მხოლოდ 9 გოლის გატანა შეძლო იმ სეზონში.
20112012 სეზონი მიკოლისთვის ბრწყინვალედ დაიწყო და არაერთი დუბლის და ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. 24 ნოემბერს კი მან მისი მე-100 გოლი გაიტანა სერია A-ში ასპარეზობისას.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი დებიუტი ნაკრებში 2003 წლის 12 თებერვალს შედგა პორტუგალიის წინააღმდეგ, სადაც ასისტი დაუდო ბერნარდო კორადის. 2004 წელს მარტში კი მან ისევ პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშა და ამჯერად უკვე გოლითაც გამოირჩა. თავისი მე-2 გოლი ნაკრებში კი მან ფინეთის ნაკრების კარში გაიტანა. მარჩელო ლიპის მოსვლის შემდეგ მიკოლი უკვე ნაკრების მიღმა რჩებოდა და საბოლოოდ მხოლოდ 10 თამაშის ჩატარება შეძლო ნაკრებში და 2 გოლის გატანა. 2012 წელს მიკოლი ელოდებოდა რო მარჩელო ლიპი მსოფლიო ჩემპიონატზე წაიყვანდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თუმცა მისი ოცნება არ ასრულდა. ამის გამო მიკოლიმ არაერთხელ გააკრიტიკა ლიპი და ცუდი ურთიერთობაც ჩამოუყალიბდა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიკოლის ჰყავს ძმა ფედერიკო, რომელიც ასევე ფეხბურთელია.
მიკოლის ცოლს კი ემა ჰქვია, რომელთან ერთადაც 2 შვილი ჰყავთ სუამი და დიეგო. იგი ასევე ლეგენდარული დიეგო მარადონას ფანია, რომლის გამოც შვილს დიეგო დაარქვა და ასევე მარადონას საყურე, რომელიც აუქციონზე იყო გამოტანილი, მან 25K ევროდ იყიდა.
ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკლუბო
- იტალიის სუპერთასი გამარჯვებული (2003)
- პორტუგალიის სუპერთასი გამარჯვებული (2005)
პერსონალური
- კოპა იტალია საუკეთესო ბომბარდირი (2003)