ფითრისებრნი
იერსახე
ფითრისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Loranthaceae | ||||||||||||||
|
ფითრისებრნი (ლათ. Loranthaceae) — ორლებნიან მარადმწვანე მცენარეთა ოჯახი. ნახევრად პარაზიტული ბუჩქები ან ტანდაბალი ხეებია, იშვიათად ბალახები.
ცხოვრობენ ხეებისა და ბუჩქების ტოტებსა და ღეროზე, იშვიათად ფესვებზე. მოპირისპირედ განლაგებული მთლიანი ან ქერქისებრი ფოთლები აქვს. ყვავილები ერთსქესიანი და ორსქესიანია. ყვავილსაფარი მარტივია, განცალკევებული ან შეზრდილი. ნაყოფი კენკრაა, წებოვანი.
აერთიანებს 40-მდე გვარის 1400-მდე სახეობას, რომლებიც უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკებში. საქართველოში 2 გვარის 2 სახეობა — თეთრი ფითრი, რომელიც პარაზიტობს ფოთოლმცვივან და წიწვოვან მცენარეებზე, და არცეუტობიუმი — პარაზიტობს ღვიაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლორია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 299.