ფრანკენჰაუზენის ბრძოლა
იერსახე
ფრანკენჰაუზენის ბრძოლა — გერმანიის გლეხთა ომის (1524-1526 წწ.) ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა თომას მიუნცერის რევოლუციურ ჯარებსა და თავადთა გაერთიანებას შორის. გაიმართა 1525 წლის 14-15 მაისს ქ. ფრანკენჰაუზენთან. ბრძოლა აჯანყებულთა დამარცხებითა და მიუნცერის დატყვევებით დამთავრდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 390.