ფრედერიქტონი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ფრედერიქტონი Frédéricton | |||
| |||
ქვეყანა | კანადა | ||
პროვინცია | ნიუ-ბრანსუიკი | ||
კოორდინატები | 45°57′27″ ჩ. გ. 66°38′39″ დ. გ. / 45.95750° ჩ. გ. 66.64417° დ. გ. | ||
დაარსდა | 1785 | ||
ფართობი | 130,68 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 20 მეტრი | ||
მოსახლეობა | 50 535 კაცი (2006) | ||
სიმჭიდროვე | 386.7 კაცი/კმ² | ||
აგლომერაცია | 85 688 | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
ოფიციალური საიტი | https://fredericton.ca/en და https://fredericton.ca/fr | ||
ფრედერიქტონი (ინგლ. Fredericton, ფრანგ. Frédéricton) — ქალაქი კანადაში, ნიუ-ბრანსუიკის პროვინციის დედაქალაქი. ქალაქის ტერიტორიაზეა პროვინციის პარლამენტი. აქ მდებარეობს კულტურისა და ხელოვნების მრავალი ძეგლი. ქალაქში ყოველწლიურად იმართება ჯაზის და ბლუზის ფესტივალი. ქალაქი დაარსებულია იორკის ჰერცოგის ფრედერიკის მიერ, 1785 წელს. ამ პერიოდში გაერთიანებული სამეფოს მონარქი იყო ჯორჯ III.
მოსახლეობა — 50 535 ადამიანი, აგლომერაციაში — 85 688 (2006), აქ მცხოვრებთა 97 % თეთრკანიანია. მცხოვრებთა საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 386.7 ადამიანს კმ²-ზე. ქალაქში საკმაოდ ბევრი იმიგრანტი სახლობს. ფრედერექტონის ფართობი შეადგენს 130,68 კმ²-ს.
კლიმატი ძირითადად კონტინენტურია. ქალაქზე დიდ გავლენას ახდენს ატლანტის ოკეანის ჰავა. ზამთარში ტემპერატურა შეადგენს −6, −8 °С, ხოლო ზაფხულობით — +16 - +18 °C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 1050-1070 მმ-ს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქაალქ ფრედერიკტონის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-07-16 საიტზე Wayback Machine.