შინაარსზე გადასვლა

ფრიდრიხ II დიდი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდრიხ II
Friedrich II
პრუსიის მეფე
ბრანდენბურგის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 1740
მმართ. დასასრული: 1786
წინამორბედი: ფრიდრიხ ვილჰელმ I
მემკვიდრე: ფრიდრიხ ვილჰელმ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 იანვარი, 1712
დაბ. ადგილი: ბერლინი
გარდ. თარიღი: 17 აგვისტო, 1786
გარდ. ადგილი: პოტსდამი
შვილები: ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელ-ბევერნელი
დინასტია: ჰოენცოლერნები
მამა: ფრიდრიხ ვილჰელმ I
დედა: სოფია დოროთეა ჰანოვერელი

ფრიდრიხ II დიდი (გერმ. Friedrich II der Große) მეტსახელად ბებერი ფრიცი (გერმ. der Alte Fritz; დ. 24 იანვარი, 1712, ბერლინი — გ. 17 აგვისტო, 1786, პოტსდამი) — პრუსიის მეფე და სამხედრო მოღვაწე, განათლებული აბსოლუტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი და გერმანული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებელი.

პრუსიის მეფე 1740 წლიდან 1786 წლამდე. ფრიდრიხის მეფობის 46 წელი იყო ჰოენცოლერნების დინასტიის წარმომადგენლის ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა. ფრიდრიხ დიდის ყველაზე დიდი მიღწევები იყო პრუსიის ჯარის რეორგანიზაცია, სამხედრო წარმატებები სილეზიის ომებსა და პოლონეთის დანაწილების დროს, ხელოვნების პატრონაჟი და განმანათლებლობის მხარდაჭერა. იგი იყო უკანასკნელი ჰოენცოლერნი, რომელიც ატარებდა ტიტულს მეფე პრუსიაში, რომელიც მან პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ნაწილის ანექსიის შემდეგ შეცვალა პრუსიის მეფის ტიტულით. ფრიდრიხის მეფობის პერიოდში პრუსიამ გაზარდა საკუთარი ტერიტორია და ევროპის წამყვანი სამხედრო ძალა გახდა. მოგვიანებით გერმანელმა ერმა მას ფრიდრიხ დიდი (გერმ. Friedrich der Große) და ზედმეტსახელად გერმ. "Der Alte Fritz" („ბებერი ფრიცი“) შეარქვეს.[1]

ფრიდრიხი საკუთარ თავს „სახელმწიფოს პირველ მსახურად“ მიიჩნევდა [2] და არის განათლებული აბსოლუტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მან სრულიად განაახლა და გაათანამედროვა პრუსიის ბიუროკრატიული და საჯარო სამსახურები,[3] ხოლო იურიდიული სისტემის რეფორმის მთავარი გამოხატულება გახდა არა-არისტოკრატიული წარმომავლობის ადამიანების დაშვება მოსამართლეთა და სხვა მაღალ თანამდებობებზე. გამოირჩეოდა მიგრანტებისადმი კეთილგაწნყობით და რელიგიური შემწყნარებლობით, თუმცა, ამავე დროს, უშვებდა მკაცრ რეპრესიულ ზომებს, რომლებიც მიმართული იყო პოლონელი კათოლიკეების წინააღმდეგ. ფრიდრიხი პატრონაჟს უწევდა ხელოვნებასა და ფილოსოფოსებს, ასევე უშვებდა პრესის თავისუფლებას.[4]

ითვლება გერმანული კულტურის დამახასიათებელი ფრაზის გერმ. Ordnung muß sein ავტორად.[5]

  • Richard, Ernst (1913). History of German Civilization. A General Survey. Macmillan Publishers. ISBN 978-1-330-40480-5. 
  1. Richard 1913, p. 383.
  2. იხ. ფრანგ. Antimachiavel და "ფრანგ. Œuvres". Vol. 8, p. 66, და "ფრანგ. Mémoires pour servir à l'histoire de la maison de Brandenbourg". In: "Œuvres", Vol. 1, p. 123.
  3. Stanislaw Salmonowicz (1981). „Was Frederick the Great an Enlightened Absolute Ruler?“. Polish Western Affairs. 22 (1): 56–69.
  4. Mitford 2013, p. 59.
  5. Dodd, William J. (2007). Jedes Wort wandelt die Welt: Dolf Sternbergers politische Sprachkritik (de). Wallstein, გვ. 143. ISBN 978-3-8353-0230-3. 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: