შინაარსზე გადასვლა

ფრონტისპისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიდრიხ შილერის „დონ კარლოსის“ პირველი გამოცემის ფრონტისპისი

ფრონტისპისი (ფრანგ. frontispice; ლათ. frons, ნათესაობით ბრუნვაში frontis - შუბლი, spicio – ვუყურებ) — წიგნის ილუსტრაცია, რომელსაც ათავსებენ სატიტულო ფურცლის განაშალის მარცხენა მხარეზე. ფრონტისპისი შეიძლება იყოს წიგნის ავტორის პორტრეტი, ნაწარმოების იდეის ამსახველი ნახატი, საკვანძო ეპიზოდის ილუსტრაცია და სხვა.