ქალწულის გროვა
ქალწულის გროვა — გალაქტიკების გროვა ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით, რომლის ცენტრალური ნაწილი დედამიწიდან 53.8 ± 0.3 სინათლის წლითაა დაშორებული.[1] მოიცავს დაახლოებით 1300 გალაქტიკას (შესაძლოა 2000-ზე მეტსაც).[2] გროვა წარმოადგენს უფრო დიდი, ქალწულის ზეგროვის გულს, რომლის წევრიც ასევე არის ადგილობრივი ჯგუფი. ქალწულის გროვის მასა დაახლოებით 1.2×10×1015 მზის მასას შეადგენს, რადიუსი კი 2.2 მეგაპარსეკს.[3]
გროვის შემადგენელი მრავალი კაშკაშა გალაქტიკა, მათ შორის ელიფსური გალაქტიკა მესიე 87 1770-1780-იან წლებში აღმოაჩინეს, რომლებიც შემდეგ თანდათან შევდინენ ფრანგი ასტრონომის, შარლ მესიეს კატალოგში. მესიე მას აღწერდა როგორც ნისლეულს ვარსკვლავების გარეშე; მისი რეალური ბუნების შესახებ მხოლოდ 1920-იან წლებში გახდა ცნობილი.
გროვა ქალწულის თანავარსკვლავედში დაახლოებით 8 გრადუსზეა გადაჭიმული. შემადგენელი გალაქტიკების დიდი ნაწილის ხილვა პატარა ტელესკოპებითაც შესაძლებელია. მისი ყველაზე კაშკაშა ობიექტია ელიფსური გალაქტიკა მესიე 49. თუმცა, მისი ყველაზე ცნობილი ობიექტი ასევე ელიფსური გალაქტიკა მესიე 87-ია, რომელიც გროვის ცენტრში მდებარეობს.
მახასიათებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გროვა სპირალებისა და ელიფსების წმინდად ჰეტეროგენული ნაზავია.[4] 2004 წლის მონაცემებით, მიჩნეულია, რომ სპირალური გალაქტიკები გადაჭიმულია წაგრძელებულად, ირმის ნახტომის მიმართულებით.[5] ელიფსური გალაქტიკები უფრო ცენტრშია თავმოყრილი.
გროვა შედგება მინიმუმ სამი ქვეგროვისგან: ქალწული A, რომლის ცნეტრიც არის M87, ქალწული B — M49-ის გარშემო, ასევე დაბალი სიჩქარის ღრუბელი, რომლის ცენტრშიც განთავსებულია სპირალური გალაქტიკა NGC 4216.[6]
ქალწული A შედგება ელიფსური, ლინზისებრი და მწირი გაზის მქონე სპირალური გალაქტიკებისგან.[7]
ეს სამი გროვა ამჟამად შერწყმის პროცესშია, რის შედეგადაც შეიქმნება უფრო დიდი, ცალკეული გროვა; შემოსაზღვრულია შედარებით პატარა გალაქტიკური ღრუბლებით, რომლებიც ძირითადად სპირალური გალაქტიკებისგან შედგება და ეს უკანასკნელნი მასთან შერწყმის პროცესში არიან.[8] გარდა ამისა, ქალწულის გროვასთან გრავიტაციულად დაკავშირებულია სხვა ახლომდებარე გალაქტიკები და გალაქტიკათა ჯგუფები, რომლებიც მას მომავალში შეერწყმება.[9] ეს ყველაფერი კი იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ ქალწულის გროვა საკმაოდ ახალგაზრდაა და ამჟამად ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იმყოფება.[8]
გროვის შემადგენელი გალაქტიკების დიდი ნაწილი პეკულარული სიჩქარით ხასიათდება, რომლებიც გროვის ცენტრის გარშემო 1 600 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობენ.
ქალწულის გროვა მდებარეობს ქალწულის ზეგროვაში, რომლის გრავიტაციული ეფექტიც ახლომდებარე გალაქტიკებზეც ვრცელდება.
გროვათშორისი მატერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მრავალი სხვა გალაქტიკების გროვების მსგავსად, ქალწულის გალაქტიკათშორისი მატერია სავსეა ცხელი, გაუხშოებული პლაზმით, რომლის ტემპერატურაც 30 მილიონი კელვინია და გამოყოფს რენტგენის გამოსხივებას.[10] გალაქტიკათშორის მატერიაში შემჩნეულია მრავალი გალაქტიკათშორისი ვარსკვლავი[11] (გროვაში არსებულ ვარსკვლავთა რაოდენობაზე 10%-ით მეტი),[12] ასევე პლანეტური ნისლეულები,[13] რომლებიც სავარაუდოდ, მშობლიური გალაქტიკებიდან სხვა გალაქტიკების ურთიერთქმედებამ გამოაგდო;[12] ასევე შეიცავს გლობულათა გროვებს,[14][15][16] შესაძლოა ჯუჯა გალაქტიკებსაც[16] და სავარაუდოდ მინიმუმ ერთ ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონსაც.[17]
გროვის წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მნიშვნელობა | კოორდინატები (ეპოქა 2000) | ვარსკვლავიერი სიდიდე (ლურჯი) | ტიპი | კუთხური ზომა | დიამეტრი (ათასი სინათლის წელი) |
ვარდნითი სიჩქარე (კმ/წმ) |
ქვეგროვა | |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
პირდაპირი აღვლენა | დახრილობა | |||||||
მესიე 98 | 12 13.8 | 14 54 | 10.9 | SBb | 9.8′ | 150 | 184 | ქალწული A or N ღრუბელი |
NGC 4216 | 12 15.9 | 13 09 | 10.9 | SBb | 7.9′ | 120 | 459 | ქალწული A, N ღრუბელი, or LVC. |
მესიე 99 | 12 18.8 | 14 25 | 10.4 | Sc | 5.4′ | 80 | 2735 | ქალწული A or N ღრუბელი |
NGC 4262 | 12 19.5 | 14 53 | 12.4 | S0 | 1.9′ | 30 | 1683 | ქალწული A |
მესიე 61 | 12 21.9 | 04 28 | 10.2 | SBbc | 6.2′ | 100 | 1911 | S ღრუბელი |
მესიე 100 | 12 22.9 | 15 49 | 10.1 | SBbc | 7.6′ | 115 | 1899 | ქალწული A |
მესიე 84 | 12 25.1 | 12 53 | 10.1 | E1 | 6.0′ | 90 | 1239 | ქალწული A |
მესიე 85 | 12 25.4 | 18 11 | 10.0 | S0 | 7.1′ | 105 | 1056 | ქალწული A |
მესიე 86 | 12 26.2 | 12 57 | 9.9 | E3 | 10.2′ | 155 | 37 | ქალწული A or own subgroup. |
NGC 4435 | 12 27.7 | 13 05 | 11.7 | S0 | 3.0′ | 45 | 1111 | ქალწული A |
NGC 4438 | 12 27.8 | 13 01 | 11.0 | Sa | 8.7′ | 130 | 404 | ქალწული A |
NGC 4450 | 12 28.5 | 17 05 | 10.9 | Sab | 5.1′ | 80 | 2273 | ქალწული A |
მესიე 49 | 12 29.8 | 08 00 | 9.3 | E2 | 9.8′ | 150 | 1204 | ქალწული B |
მესიე 87 | 12 30.8 | 12 23 | 9.6 | E0-1 | 9.8′ | 150 | 1204 | ქალწული A |
მესიე 88 | 12 32.0 | 14 25 | 10.3 | Sb | 6.8′ | 100 | 2599 | ქალწული A |
NGC 4526 | 12 32.0 | 07 42 | 10.6 | S0 | 7.1′ | 105 | 931 | ქალწული B |
NGC 4527 | 12 34.1 | 02 39 | 12.4 | Sb | 4.6′ | 69 | 1730 | S ღრუბელი |
NGC 4536 | 12 34.4 | 02 11 | 11.1 | SBbc | 7.2′ | 115 | 2140 | S ღრუბელი |
მესიე 91 | 12 35.4 | 14 30 | 11.0 | SBb | 5.2′ | 80 | 803 | ქალწული A |
NGC 4550 | 12 35.5 | 12 13 | 12.5 | S0 | 3.2′ | 50 | 704 | ქალწული A |
მესიე 89 | 12 35.7 | 12 33 | 10.7 | E0 | 5.0′ | 75 | 628 | ქალწული A |
NGC 4567 | 12 36.5 | 11 15 | 12.1 | Sbc | 2.8′ | 40 | 2588 | ქალწული A |
NGC 4568 | 12 36.6 | 11 14 | 11.7 | Sbc | 4.4′ | 65 | 2578 | ქალწული A |
მესიე 90 | 12 36.8 | 13 10 | 10.2 | SBab | 10.5′ | 160 | 87 | ქალწული A |
NGC 4571 | 12 36.9 | 14 13 | 11.9 | Sc | 3.7′ | 55 | 659 | ქალწული A |
მესიე 58 | 12 37.7 | 11 49 | 10.6 | SBb | 5.6′ | 85 | 1839 | ქალწული A |
მესიე 59 | 12 42.9 | 11 39 | 10.8 | E5 | 5.0′ | 75 | 751 | ქალწული A or ქალწული E |
მესიე 60 | 12 43.7 | 11 33 | 9.8 | E2 | 7.2′ | 110 | 1452 | ქალწული A, ქალწული E, or ქალწული C |
NGC 4651 | 12 43.7 | 16 24 | 11.4 | Sc | 4.0′ | 60 | 1113 | |
NGC 4654 | 12 43.9 | 13 08 | 11.1 | SBc | 5.0′ | 75 | 1349 | ქალწული A |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Virgo Cluster at An Atlas of the Universe
- California Institute of Technology site on Virgo cluster.
- The Virgo Cluster of Galaxies, SEDS Messier pages
- Partial Virgo cluster centered on M87 (Dark Atmospheres)
კოორდინატები: 12სთ 27წთ 00წმ, +12° 43′ 00″
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Mei, Simona; Blakeslee, John P.; Côté, Patrick; Tonry, John L.; West, Michael J.; Ferrarese, Laura; Jordán, Andrés; Peng, Eric W.; Anthony, André; Merritt, Davi (2007). „The ACS Virgo Cluster Survey. XIII. SBF Distance Catalog and the Three-dimensional Structure of the Virgo Cluster“. The Astrophysical Journal. 655 (1): 144–162. arXiv:astro-ph/0702510. Bibcode:2007ApJ...655..144M. doi:10.1086/509598.
- ↑ See Virgo Cluster.
- ↑ Fouqué, P.; Solanes, J. M.; Sanchis, T.; Balkowski, C. (2001). „Structure, mass and distance of the Virgo cluster from a Tolman-Bondi model“. Astronomy and Astrophysics. 375 (3): 770–780. arXiv:astro-ph/0106261. Bibcode:2001A&A...375..770F. doi:10.1051/0004-6361:20010833.
- ↑ Côté, Patrick; Blakeslee, John P.; Ferrarese, Laura; Jordán, Andrés; Mei, Simona; Merritt, David; Milosavljević, Miloš; Peng, Eric W.; Tonry, John L.; et al. (July 2004). „The ACS Virgo Cluster Survey“. The Astrophysical Journal. 153 (1): 223–242. arXiv:astro-ph/0404138. Bibcode:2004ApJS..153..223C. doi:10.1086/421490.
- ↑ M. Fukugita; S. Okamura; N. Yasuda (1993). „Spatial distribution of spiral galaxies in the Virgo Cluster from the Tully-Fisher relation“. Astrophysical Journal. 412: L13–L16. Bibcode:1993ApJ...412L..13F. doi:10.1086/186928.
- ↑ 1 Boselli, A.; Voyer, E.; Boissier, S.; Cucciati, O.; Consolandi, G.; Cortese, L.; Fumagalli, M.; Gavazzi, G.; Heinis, S.; Roehlly, Y.; Toloba, E. (2014). „The GALEX Ultraviolet Virgo Cluster Survey (GUViCS). IV. The role of the cluster environment on galaxy evolution“. Astronomy & Astrophysics. 570: A69. arXiv:1407.4986. Bibcode:2014A&A...570A..69B. doi:10.1051/0004-6361/201424419. A69.
- ↑ Chamaraux, P.; Balkowski, C.; Gerard, E. (1980). „The H I deficiency of the Virgo cluster spirals“. Astronomy & Astrophysics. 83 (1–2): 38–51. Bibcode:1980A&A....83...38C.
- ↑ 8.0 8.1 Gavazzi, G.; Boselli, A.; Scodeggio, M.; Pierini, D.; Belsole, E. (1999). „The 3D structure of the Virgo cluster from H-band Fundamental Plane and Tully-Fisher distance determinations“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 304 (3): 595–610. arXiv:astro-ph/9812275. Bibcode:1999MNRAS.304..595G. doi:10.1046/j.1365-8711.1999.02350.x.
- ↑ Tully, R. B.; Shaya, E. J. (1984). „Infall of galaxies into the Virgo cluster and some cosmological constraints“. Astrophysical Journal. 281: 31–55. Bibcode:1984ApJ...281...31T. doi:10.1086/162073.
- ↑ Lea, S. M.; Mushotzky, R.; Holt, S. S. (1982). „Einstein Observatory solid state spectrometer observations of M87 and the Virgo cluster“. Astrophysical Journal. 262 (1): 24–32. Bibcode:1982ApJ...262...24L. doi:10.1086/160392.
- ↑ Ferguson, H. (1997). „Intergalactic Stars in the Virgo Cluster“. HST proposal: 7411. Bibcode:1997hst..prop.7411F.
- ↑ 12.0 12.1 Ferguson, Henry C.; Tanvir, Nial R.; von Hippel, Ted (1998). „Detection of intergalactic red-giant-branch stars in the Virgo cluster“. Nature. 391 (6666): 461–463. arXiv:astro-ph/9801228. Bibcode:1998Natur.391..461F. doi:10.1038/35087.
- ↑ Feldmeier, J.; Ciardullo, R.; Jacoby, G. (1998). „INTRACLUSTER PLANETARY NEBULAE IN THE VIRGO CLUSTER. I. INITIAL RESULTS“. Astrophysical Journal. 503: 109–117. arXiv:astro-ph/9803062. Bibcode:1998ApJ...503..109F. doi:10.1086/305981.
- ↑ Takamiya, Marianne; West, Michael; Côté, Patrick; Jordán, Andrés; Peng, Eric; Ferrarese, Laura (2009). „IGCs in the Virgo Cluster“. Globular Clusters - Guides to Galaxies, Eso Astrophysics Symposia, Volume. Eso Astrophysics Symposia: 361–365. Bibcode:2009gcgg.book..361T. doi:10.1007/978-3-540-76961-3_83. ISBN 978-3-540-76960-6.
- ↑ Durrell, Patrick R.; Accetta, K.; Feldmeier, J. J.; Mihos, J. C.; Ciardullo, R.; Peng, E. W.; Members of the NGVS team (2010). „Searching for Intracluster Globular Clusters in the Virgo Cluster“. Bulletin of the American Astronomical Society. 42: 567. Bibcode:2010AAS...21547814D.
- ↑ 16.0 16.1 Lee, Myung Gyoon; Park, Hong Soo; Hwang, Ho Seong (2010). „Detection of a Large-Scale Structure of Intracluster Globular Clusters in the Virgo Cluster“. Science. 328 (5976): 334–. arXiv:1003.2499. Bibcode:2010Sci...328..334L. doi:10.1126/science.1186496. PMID 20223950.
- ↑ Gerhard, Ortwin; Arnaboldi, Magda; Freeman, Kenneth C.; Okamura, Sadanori (2002). „Isolated Star Formation: A Compact H II Region in the Virgo Cluster“. The Astrophysical Journal. 580 (2): L121–L124. arXiv:astro-ph/0211341. Bibcode:2002ApJ...580L.121G. doi:10.1086/345657.