შინაარსზე გადასვლა

ქამრან შახსუვარლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქამრან შახსუვარლი
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 6 დეკემბერი, 1992(1992-12-06) (31 წლის)
დაბ. ადგილი ყაზახეთი
სიმაღლე 1,8
ქვეყანა აზერბაიჯანი

ქამრან ნამიქ ოღლი შახსუვარლი (აზერ. Kamran Namiq oğlu Şahsuvarlı; დ. 6 დეკემბერი, 1992) — აზერბაიჯანელი (გარკვეული დროის მანძილზე ასპარეზობდა ყაზახეთის სახელით) მოკრივე, აზერბაიჯანის ჩემპიონი, აზერბაიჯანის კრივის ეროვნული ნაკრების წევრი. ბრინჯაოს მედალოსანი ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში გამართულ 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და 2017 წლის მსოფლიო თასზე. 2017 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი.

ქამრან შახსუვარლი დაიბადა 1992 წლის 6 დეკემბერს,[1] ყაზახეთში, გაიზარდა აზერბაიჯანში.[2] კრივთან პირველი შეხება ჰქონდა ყაზახეთში, აქტობეში. 2011 წელს ის გახდა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. იყო აქტობეს კრივის ეროვნული ნაკრების წევრი (75 კგ წონით კატეგორიაში).[2].

2013 წელს, ყაზახეთში არსებული პრობლემების გამო, მან მიიღო აზერბაიჯანის მოქალაქეობა. 2014 წელს ქამრან შახსუვარლი გახდა აზერბაიჯანის ჩემპიონი და მეორე ადგილი დაიკავა უგრაში (რუსეთი) გამართულ ნავთობის ქვეყნების თასზე. ბაქოში გამართული „აბრეშუმის დიდი გზის“ შეჯიბრებებზე შახსივარლიმ ყაზახელი მოკრივე საფარბაი აიდაროვი დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამჟამად შახსუვარლი არის აზერბაიჯანის ნაკრების წევრი.

2015 წელს აზერბაიჯანის ჩემპიონატზე შახსუვარლიმ დაიკავა მეორე ადგილი, ფინალში დამარცხდა კლუბ „გილანის“ წევრ გაიბულა მურსალოვთან.[3].

2016 წლის ივნისში, ბაქოში ლიცენზირებულ კრივის ტურნირზე, შახსუვარლი გავიდა მეოთხედფინალში, სადაც დამარცხდა ირლანდიელ მოკრივე მაიკლ ო'რეილითან. ირალნდეილი ფინალში გავიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ფინალში ო'რეილის მეტოქე, თურქმენი ასლანბეკ აჩილოვი არ გამოვიდა საბრძოლვლეად, ირლანდიელი გამოცხადდა ჩემპიონად და შახსუვარლიმ მოიპოვა ლიცენზია 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე[4]. ამ თამაშებზე ქამრანი გავიდა ნახევარფინალში, სადაც წააგო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, კუბელ მოკრივე არლენ ლოპესთან, რითაც მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებულებით დაჯილდოვდა მედლით „პროგრესი“[5][6].

ევროპის კრივის ჩემპიონატზე, რომელიც 2017 წელს უკრაინის ქალაქ ხარკოვში გაიმართა, შახსუვარლი გავიდა ფინალში, სადაც დამარცხდა უკრაინელ მოკრივე ალექსანდრე ხიჟნიაკთან და მოიპოვა ვერცხლის მედალი. იმავე წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი.