ქუჩის დღეები
იერსახე
„ქუჩის დღეები“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | ლევან კოღუაშვილი |
სცენარის ავტორი | ლევან კოღუაშვილი, ბორის ფრუმინი, ნიკოლოზ მარი |
როლებში |
გუგა კოტეტიშვილი ირაკლი რამიშვილი |
კომპოზიტორი | რეზო კიკნაძე |
ხმის ოპერატორი | პაატა გოძიაშვილი, იაკუბ ჩეხი |
ოპერატორი | არჩილ ახვლედიანი |
მონტაჟი | ნოდარ ნოზაძე |
მხატვარი | კოტე ჯაფარიძე |
სტუდია | „დამოუკიდებელი კინოპროექტი“, ეროვნული კინოცენტრი |
გამოსვლის თარიღი | 2010 |
ხანგრძლივობა | 86 წთ |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ქუჩის დღეები — 2010 წლის ქართული დრამატული ფილმი.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმის მთავარი გმირია 45 წლის თბილისელი ნარკომანი ჩეკი. კორუმპირებული პოლიციელები მისგან ბავშვობის მეგობრის, ამჟამინდელი მინისტრის შვილის, 16 წლის სკოლის მოსწავლე იკას დაბეზღებას ითხოვენ. თუ ჩეკი დათანხმდება, წამლითა და ფულით დააჯილდოებენ, თუ არადა 10 წლით ციხით ემუქრებიან. თავის მხრივ, იკაც თხოვს ჩეკის ნარკოტიკების გაკეთებას და მისი მეგობრებისთვის წამლის შოვნას. ჩეკის პრობლემები ოჯახშიც აქვს. მის ცოლს ბანკის ვალების გამო სახლიდან ასახლებენ. საბოლოოდ ჩეკი თავს იკლავს.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გუგა კოტეტიშვილი - ჩეკი
- ირაკლი რამიშვილი - იკა
- თემო გოგიძე - პარავოზა
- ზურა შარია - ზაზა
- ზაზა სალია - თენგო
- რუსუდან კობიაშვილი - ნინო
- ეკა ჩხეიძე - ეკა
- ეკა ქუთათელაძე - ექიმი
- ზურაბ ბეგალიშვილი
- ლეო ანთაძე
- გიორგი ყიფშიძე - ჯაბა
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმმა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთევროპული ფილმების მე-10 ფესტივალის goEast მთავარი პრიზი.