შინაარსზე გადასვლა

შოთა არახამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შოთა არახამია
დაბ. თარიღი 14 ოქტომბერი, 1919(1919-10-14)[1]
დაბ. ადგილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 1994
მოქალაქეობა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მეცნიერი, პედაგოგი, ეკონომისტი და სამხედრო

შოთა არახამია (დ. 14 ოქტომბერი, 1919, საბუე, ჩხოროწყუ — გ. 1994) — ქართველი ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, სამხედრო პირი.

1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი ეკონომისტის სპეციალობით. 1939 წლის სექტემბრიდან 1941 წლის ივნისამდე მუშაობდა გალის რაიონული სამშენებლო მასალათა მრეწველობის სამმართეელოს ეკონომისტ-მგეგმავად; დიდი სამამულო ომის დაწყების პირველსავე დღეებში გაიწვიეს საბჭოთა არმიაში; 1954 წელს დაბრუნდა ჯარიდან კაპიტნის წოდებით; 1941-1942 წლებში იბრძოდა ფაშისტ დამპყრობთა წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდგომ მსახურობდა ამიერკაეკასიის სამხედრო ოლქის ნაწილებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე - იყო ათასეულის მეთაურის მოადგილე, პოლკის პროპაგანდისტი, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის კავშირგაბმულობის კურსების უფროსის მოადგილე პოლიტდარგში; ჯარიდან დაბრუნების შემდეგ წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას; 1954-1959 წლებში მუშაობდა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის უფროს მასწაელებლად; 1959-1994 წლებში იყო თბილისის უცხოენათა პედაგოგიური ინსტიტუტის პოლიტეკონომიის კათედრის ჯერ უფროსი მასწავლებელი, შემდეგ კი კათედრის დოცენტი; 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მოიპოვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. მის კალამს ეკეთვნის 34 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ოთხი მონოგრაფია. მონაწილეობდა მრავალ რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის მუშაობაში. დაჯილდოებულია ორდენითა და 10 მედლით. მინიჭებული აქვს საქართველოს უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკის წოდება. [2]

  • ომგადახდილი მეცნიერები: საგამომცემლო ცნობები, შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე, თბილისი, 2000, გვ. 6-7

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]