ჩიუნე სუგიჰარა
ჩიუნე სუგიჰარა (დ. 1 იანვარი, 1888 — გ. 31 ივლისი, 1986 კამაკურა, იაპონია) — იაპონელი დიპლომატი. ჩიუნე სუგიჰარა ერთ-ერთი გამოჩენილი იაპონელი დიპლომატია, იაპონიის ისტორიაში, რომელიც წარმოადგენდა იაპონიის იმპერიის საკონსულოს ლიეტუვაში მეორე მსოფლიო ომის დროს. სწორედ აღნშნულ პერიოდში, ჩიუნემ ისარგებლა თავისი თანამდებობით და დაეხმარა ათასობით იუდეველს გასულიყვნენ ქვეყნიდან. მან გამოუწერა ებრაელებს სატრანზიტო ვიზები იაპონიის მიმართულებით გასამგზავრებლად, რითაც საფრთხეში ჩააგდო საკუთარი კარიერა და ოჯახის უსაფრთხოება.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩიუნე სუგიჰარა დაიბადა საშუალო კლასის ოჯახში 1900 წლის 1 იანვარს იაპონიის ჩუბუს რეგიონის ქალაქ იაცუში. მამამისი ცნობილი ექიმი გახლდათ, ხოლო მისი დედა სამურაების კლასის შთამომავალი. 1919 წელს სასწავლებელის დამთავრების შემდეგ მის მამას უნდოდა მასაც მედიცინა ესწავლა, მაგრამ მან ჩააბარა ვასედას უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის ფაკულტეტზე. ცოტა ხნის შემდეგ გაიარა გამოცდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობების საკითხში მუშაობის დასაწყებად. სამინისტრომ პირველად იგი ჩინეთში გააგზავნა, სადაც მან მაღალ დონეზე შეისწავლა გერმანული და რუსული ენები, რაც დაეხმარა განევითარებინა თავისი დიპლომატიური კარიერა და გამხდარიყო სამინისტროში საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის სფეროს ხელმძღვანელი.
მოგვიანებით მიიღო ვიცე მინისტრის თანამდებობა მანჩრურიაში, მაგრამ მოუწია დაეთმო ეს პოსტი საკუთარი ღირსების გამო, ვინაიდან არ ეთანხმებოდა იმ სასტიკ შეთანხმებას, რომელიც დაკავშირებული იყო ჩინელების წინააღმდეგ.
როდესაც დაბრუნდა იაპონიაში იქორწინა იუკიკო კიკუჩი-სთან, რის შემდეგაც გაგზავნილი იქნა იაპონიის დიპლომატიურ ცენტრში ფინეთში ქალაქ ჰელსინსკში.
1939 წლის მარტში კი ჩიუნე სუგიჰარა გააგზავნეს კაუნაში (ლიეტუვა), რომელიც მდებარეობდა სტრატეგიულ ადგილზე ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის, რათა დაეფუძნებინა იაპონიის საკონსულო.
ომის წინ კაუნას მოსახლეობა 120000 – მოსახლეს შეადგენდა, რომლის მეოთხედი ნაწილი იუდეველები გახლდნენ. ლიეტუვა ამ მომენტში იუდეველებისათვის მშვიდობისა და წარმატების საოცნებო ადგილს წარმოადგენდა.
ლიტველი ებრაელების უმრავლესობა აგრძელებდა მშვიდ ცხოვრებას და ვერ აცნობიერებდა იმ რისკს, რაშიც ცხოვრობდნენ და არ უშინდებოდნენ იმას, რაც ხდებოდა მეზობელ პოლონეთში, რომ ათასობით იუდეველს სასტიკად ხოცავდნენ, ვერ წარმოედგინათ, რომ XX საუკუნეში შეიძლებოდა მსგავსი რამ მათთანაც მომხდარიყო.
სიტუაციების ცვლილება დაიწყო 1940 წლის შუაწელს, როდესაც საბჭოელები შეიჭრნენ ლიეტუვაში. ახლა უკვე მეტისმეტად გვიანი იყო იმისათვის, რომ მიეტოვებინათ ეს ქვეყანა.
ამ საშინელი დიპლომატიური სიტუაციის დროს სუგიჰარა ჩიუნე ებრაელთათვის გადაიქცა სიცოცხლის გადარჩენის საკვანძო პიროვნებად. მასზე იყო დამოკიდებული ათასობით ებრაული ოჯახის ბედიღბალი.
სუგიჰარამ მეუღლესთან ერთად საბოლოოდ მიიღო ურთულესი გადაწყვეტილება დახმარებოდა ათასობით ლტოლვილს, თუნდაც საკუთარი კარიერის და ოჯახის მომავლის სანაცვლოდ და გამოეწერა ვიზები თითოეული მათგანისათვის.
1940 წლის 31 ივლისიდან-28 აგვისტომდე, 29 დღის განმავლობაში თავის მეუღლესთან ერთად ხელით წერდა სატრანზიტო ვიზებს. აღშსანიშნავია, რომ საბოლოოდ მან დაახლოებით ექვსი ათასი ვიზა გასცა, რისი დაწერა და ხელმოწერაც შეძლო. შედაგად კი საბჭოელებმა აიძულეს დაეხურა საკონსულო და დაეტოვებინა ლიეტუვა.
როცა მატარებელი გადიოდა, სუგიჰარამ მოასწრო და გადასცა ერთ მის მეგობარს საკონსულო ბეჭედი და ოფიციალური დოკუმენტები, რათა გაეგრძელებინა და მოესწრო კიდევ მეტი იუდეველის გადარჩენა.
მათმა კი, ვინც მოახერხეს ამ ვიზის მიღება, გაემართნენ მოსკოვისკენ და იქიდან წავიდნენ ვლადივასტოკში, რომელიც ახლოს არის იაპონიის კუნძულებთან. იქიდან კი მრავალი გაემგზავრა იაპონიაში, სადაც ცოტა ხნის შემდეგ გადავიდნენ შანგაიში (ჩინეთი).
მიუხედავად სუგიჰარას დაუმორჩილებლობისა, იაპონიის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ის საჭირო ადამიანს წარმოადგენდა მისი დიპლომატიური უნარების გამო და არ დაითხოვა სამსახურიდან, იგი აგრძელებდა იქ მუშაობას მეორე მსოფლიო ომის 1945 წელს დასრულებამდე. იაპონიის დამარცხების შემდეგ კი მოუწია ნულიდან დაეწო თავისი ცხოვრება.
ოჯახის შესანახად მან დაიწყო კარდაკარ სიარული და ნათურების გაყიდვა. ხანდახან კი მთარგმნელად შოულობდა სამსახურს. ბოლოს კი გადაწყვიტა მოსკოვში გამგზავრებულიყო, სადაც თავისი ცხოვრების ბოლო 20 წელი გაატარა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუგიჰარა
- [1]
- Official NPO SUGIHARA
- The Chiune Sugihara Memorial Hall in Yaotsu Town დაარქივებული 2017-10-29 საიტზე Wayback Machine.
- Google honors Chiune Sugihara with Doodle დაარქივებული 2019-07-29 საიტზე Wayback Machine.
- NPO Chiune Sugihara. Visas For Life Foundation in Japan
- Chiune Sugihara Centennial Celebration დაარქივებული 2012-02-20 საიტზე Wayback Machine.
- Jewish Virtual Library: Chiune and Yukiko Sugihara
- Revisiting the Sugihara Story from Holocaust Survivors and Remembrance Project: "Forget You Not"
- Visas for Life Foundation
- Immortal Chaplains Foundation Prize for Humanity 2000 დაარქივებული 2005-03-09 საიტზე Wayback Machine. (awarded to Sugihara in 2000)
- Foreign Ministry says no disciplinary action for "Japan's Schindler"
- Foreign Ministry honors Chiune Sugihara by setting his Commemorative Plaque (10 October 2000)
- Japanese recognition of countryman
- Chiune Sempo Sugihara დაარქივებული 2018-05-15 საიტზე Wayback Machine. – Righteous Among the Nations – Yad Vashem
- United States Holocaust Memorial Museum – Online Exhibition დაარქივებული 2007-08-23 საიტზე Wayback Machine. Chiune (Sempo) Sugihara
- Yukiko Sugihara's Farewell YouTube-ზე
- Sugihara Museum in Kaunas, Lithuania დაარქივებული 2021-03-02 საიტზე Wayback Machine.
- Interview Nobuki Sugihara