შინაარსზე გადასვლა

ძრავას ზეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძრავას სინთეტური ზეთი

ძრავას ზეთი, მოტორის ზეთიშიგაწვის ძრავების შესაზეთად განკუთვნილი ზეთი. პრაკტიკულად ყველა ძრავას ზეთი ნავთობის გადამუშავების პროდუქტია და მხოლოდ ზოგიერთი ხარისხის საავიაციო ზეთს იღებენ სინთეზურად. ყველა ძრავას ზეთი (გარდა ზოგიერთი საავიაციო ზეთისა) შეიცავს მისართების კომპლექსს, რომელიც აუმჯობესებს მათ საექსპლუატაციო თვისებებს (რეცხვითს, ცვეთასაწინაღოს, ანტიკოროზიულსა და სხვა). ძრავას ზეთი არის სამი კლასის — ავტომობილის, დიზელის და საავიაციო. პირველ ორ კლასში შედის ავტოსატრაქტორო, თბომავლისა და გემის ძრავას ზეთები, რომლებიც სიბლანტის მიხედვით (100 °C-ზე) იყოფა 11 ჯგუფად, ხოლო საექსპლუატაციო თვისებების მიხედვით — 9 ჯგუფად. საავიაციო ზეთი 20 სხვადასხვა სახისაა.

სიბლანტის კლასიფიკაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დიაპაზონიანი ზეთი მინიმალური ტემპერატურის სიბლანტე მაქსიმალური ტემპერატურის სიბლანტე
SAE 0W-40 SAE 0 SAE 40
SAE 10W-60 SAE 10 SAE 60
SAE 20W-60 SAE 20 SAE 60
SAE 15W-40 SAE 15 SAE 40
SAE 20W-50 SAE 20 SAE 50

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]