შინაარსზე გადასვლა

ეპისტოლე წმ. მოციქულისა იოანესი (მეორე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან წმ. მოციქულისა იოანესი (მეორე))
იოანე ღვთისმეტყველი

ეპისტოლე წმ. მოციქულისა იოანესი (მეორე) — წმინდა იოანეს მეორე ეპისტოლე, რომლითაც მან მიმართა თავის თანამემამულეებს, ქრისტეს მცნებათა ამღიარებელ ყველა მორწმუნეს ქრისტოლოგიის სხვადასხვა საკითხებზე. ავტორი არის იოანე მახარებელი, რომლის კალამს აგრეთვე ეკუთვნის ოთხთავის ერთ–ერთი წიგნი – იოანეს სახარება. მას ზოგჯერ მოიხსენიებენ იოანე ღვთისმეტყველადაც.

ეპისტოლე შესულია ახალი აღთქმის წიგნებში და წარმოადგენს კათოლიკე ეპისტოლეთა ერთ–ერთ წერილს (ეპისტოლეს).

ეპისტოლეს შინაარსი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ეპისტოლე შედგება ერთი თავისაგან. იოანე ღვთისმეტყველის ამ ეპისტოლეში აფრთხილებს მორწმუნეებს დაიცვან თავი „მრავალმაცდუნებელთა და ანტიქრისტიანთაგან, რომელნი უკუე მოვიდნენ ქუეყნად“, იდგნენ ჭეშმარიტების დასაცავად და ქრისტეს მცნებათა ნათელში ვიდოდნენ. აქვე იოანე მიუთითებს, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ცხოვრების წესი ეკლესიის დაცემის დღეებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]