შინაარსზე გადასვლა

ჯანელიძე ჯანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯანო (ვლადიმერ) ჯანელიძე (დ. 1 იანვარი, 1933, მარანი – გ. 10 იანვარი, 2009, თბილისი) — ქართველი მწერალი, პოეტი.

ჯანო ჯანელიძე დაიბადა 1933 წლის 1 იანვარს სოფელ მარანში. 1962 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სკოლის დამთავრებისთანავე სასწავლებლად გაემგზავრა სოხუმში, სადაც აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში იყო სოლისტ-მოცეკვავე. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა ქორეოგრაფად, გაზეთ „საბჭოთა აფხაზეთის“ კორესპონდენტად, მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის უფროს მეცნიერ-რედაქტორად, ალმანახ „რიწისა“ და გაზეთების „კოლხური დიადემისა“ და „ოქროს საწმისის“ მთავარ რედაქტორად. მუშაობდა აფხაზეთის განათლების მინისტრის თანამდებობაზე. უკანასკნელ წლებში იყო აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1951 წელს. ეკუთვნის 50 პოეტური და პროზაული კრებული: „სიცარიელე ძველ სანგრებში“ (1966), „თიბათვე“ (1968), „ოქროსფერი ქვაფენილები“ (1970), „არდავიწყება“ (1972), „იდუმალება“ (1974), „სიზმრის სარკმელი“ (1981), „რჩეული“ (1983), „ეკლიანი გვირგვინები“ (1985) და სხვა.

გარდაიცვალა 2009 წლის 10 იანვარს თბილისში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

  • ქართველი პოეტები: ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა, თბ., 2021, გვ. 410-411

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]