ჯენეს ბრძოლა
ჯენეს ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ტომბუქტუს ვილაიეთის რუკა, მაროკოს ნაწილი, გვიანი XVI საუკუნე | |||
თარიღი | 1599 წლის 26 აპრილი[1] | ||
მდებარეობა | ჯენე, მალი | ||
შედეგი |
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ჯენეს ბრძოლა — სამხედრო შეტაკება მალის იმპერიის ძალებსა და ტომბუქტუში არსებულ მაროკოს ვილაიეთს შორის. ამ ბრძოლის შედეგად დასრულდა მალის დიდი იმპერიის არსებობა და საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ აფრიკის პატარა სახელმწიფოების წარმოქმნას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XV და XVI საუკუნეების განმავლობაში მალის იმპერია თითქმის მუდმივი დაღმასვლის პერიოდში იმყოფებოდა. მისი ყველა პერიფერიული ვასალური ტერიტორია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა, ზოგიერთი კი მალის სუვერენიტეტს აპროტესტებდა, მათგან აღსანიშნავია სონგაის იმპერია. [2] 1591 წელს სონგაის იმპერია დაამარცხა ტონდიბის ბრძოლაში მაროკოს საექსპედიციო ძალებმა. მაროკოელების მიერ დენთის ისეთი იარაღის გამოყენების წყალობით, როგორიცაა მუშკეტი და ქვემეხი, სონგაის ძალამ უკან დაიხია აღმოსავლეთით ნიგერიის გასწვრივ, სადაც მათ შექმნეს პატარა, მაგრამ მაინც მტკიცე დენდის სამეფო. [3] როდესაც სონგაის იმპერია გზას აღარ უღობავდა, მალის იმპერიის მმართველმა მანსა მაჰმუდ IV-მ გადაწყვიტა თავისი მომაკვდავი იმპერიის აღდგენა. [4] ამ გრანდიოზული გეგმის პირველი ნაბიჯი იყო ჯენეს ქალაქ-სახელმწიფოს ხელში ჩაგდება, რომელიც აკონტროლებდა სავაჭრო სფეროს შიდა ნიგერის ხეობაში.
მალის იმპერიის ძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მანსა მაჰმუდ IV-მ დაიწყო დარჩენილი პროვინციების გაერთიანება იმ ჯგუფებთან ერთად, რომლებიც ადრე მალის იმპერიის ვასალები იყვნენ. მან გაგზავნა ელჩი თავის პროვინციებში ბინდუკუში (ბენდუგუ), კალასა და სიბირიდუგუში. [5] მათგან მხოლოდ ორი მეთაური დაპირდა მომავალ ბრძოლებში დახმარებას. [1] მანსამ მაინც შეძლო მნიშვნელოვანი არმიის შეკრება და ჯენესკენ გაემართა მისი მომაკვდავი იმპერიის აღორძინების იმედით. [1]
ვილაიეთის ძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯენეს სავაჭრო საწარმო ექვემდებარებოდა ტომბუქტუს მაროკოულ ვილაიეთს, რომელსაც მაროკოს საექსპედიციო ძალები მართავდნენ. [6] არ არსებობს დეტალები იმის შესახებ, თუ რა სახის ჯარები იმყოფებოდნენ იქ, როდესაც მანსამ პირველად დაიწყო ლაშქრობა ჯენესკენ. საპასუხოდ, ფაშა ამარმა გაგზავნა ძალები ალ-მუსტაფა ალ-ფილისა და ალი ბინ აბდ ალაჰ ალ-ტილიმსანის მეთაურობით. [1]
გარღვევა სანუნადან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაროკოს დამხმარე რაზმი ჩავიდა მდინარის მეშვეობით[7]. ისინი 26 აპრილს მივიდნენ, იპოვეს მანსა მაჰმუდ IV და მისი არმია, დაბანაკებული სანუნას ქვიშის სანაპირო ზოლზე, [1] რომელიც ჩადიოდა მდინარეში, სადაც ნავები უნდა შესულიყვნენ ქალაქში. [1] დამხმარეებს ქალაქში შესვლა მოუწიათ. მათი იარაღის გამოყენებით, რასაც არაბული ჩანაწერები მასიურ დაბომბვას უწოდებენ, [4] შეძლეს მანსას არმიის მოგერიება. [8] ვილაიეთის ჯარები ქალაქში შევიდნენ, მაგრამ მალის იმპერიის ჯარი ჯერ კიდევ დაბანაკებული იყო და დამარცხებულად არ მიიჩნეოდა.
შუადღის შეტევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯენეს შიგნით, საიდ მანსურს ურჩიეს თავდასხმა განეხორციელებინა მანსას ძალებზე მაშინვე, სანამ კიდევ ვინმე მიუახლოვდებოდა მათ მისადგომებს. [1] თავის მრჩეველებთან კონსულტაციის შემდეგ მან თქვა:
„ჩვენი შეხვედრა მათთან პარასკევს შუადღის ღვთისმსახურების შემდეგ იქნება.“ [1]
თავისი სიტყვის თანახმად დაიწყო ბრძოლა. ეს იყო მალის იმპერიის არმიის სრული განადგურება, რომელმაც დიდძალი მსხვერპლი განიცადა. [1] ბრძოლის დასასრულს მანსა მაჰმუდ IV იძულებული გახდა, გაქცეულიყო.
ბრძოლის დასასრული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალის დამარცხებამ ჯენესთან დაასამარა დროებითი ალიანსი და მალის იმპერიამ შეწყვიტა პოლიტიკური კუთხით არსებობა რეგიონში. [4] მანსა მაჰმუდ IV გადავიდა ნიანში და გარდაიცვალა 1610 წელს. [8] მალის იმპერია შთანთქა ბამანას იმპერიამ, [4] რომლისთვისაც ტომბუქტუს ვილაიეთსაც კი უნდა გადაეხადა ხარკი. [9] მიუხედავად ამისა, არც ერთი შემდგომში წარმოშობილი ძალა არ მიახლოვებია მალის ან სონგაის ჰეგემონიას. დასავლეთ აფრიკა XIX საუკუნემდე გადაიქცა რეგიონად, რომელსაც მართავდნენ პატარა და ნაკლებად ცენტრალიზებული სახელმწიფოები. [10]
მარცხის მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაჰმუდ IV-ის დამარცხებას ჯენესთან რამდენიმე მიზეზს მიაწერენ. დეტალები მწირია ორივე არმიის შესახებ. მიზეზებად სახელდება: არასანდო მოკავშირეები, არასანდო პროვინციები და შეიარაღება.
არასანდო მოკავშირეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არის ჰამად ამინა, მასინას მეთაური, რომელმაც უღალატა მანსას. [3] ამინა მას დაპირდა მხარდაჭერას ჯენესკენ სვლაში, მაგრამ წავიდა მაროკოელებთან, რომლებთანაც მას უკვე ჰქონდა მეფე-ვასალის ტიპის ურთიერთობა. [11] მან ურჩია მაროკოელებს, თუ რას უნდა ელოდონ მანდინკა-ბამანას ძალებისგან და საკუთარ ძალებს არ დართო ნება, რომ დახმარებოდნენ მანსას ბრძოლაში. [4]
არასანდო პროვინციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარდა ამინას ღალატისა, მალის დამარცხების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მისი უუნარობა, მოეპოვებინა პროვინციებში მცხოვრები მებრძოლების მხარდაჭერა. მაჰმუდ IV-მ ვერ შეძლო იმ დროისათვის არსებული ორი გავლენიანი რაზმის მეთაურის კეთილგანწყობის მოპოვება.
შეიარაღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალის იმპერიამ, ისევე როგორც მისმა კონკურენტმა სონგაიმ, ვერ მოახერხა სამხედრო შეიარაღების მოდერნიზაცია. [8] მალის იმპერია ომში საბრძოლველად წავიდა იმავე მეთოდებით, რომელსაც იყენებდა სუნჯატას დროიდან, მაგრამ წარსულში არსებული ჯარების ერთიანობისა და მასშტაბების გარეშე.
მეორე მხრივ, ვილაიეთის ჯარისკაცები იყვნენ შეიარაღებულნი დენთის იარაღით მალის იმპერიის წინააღმდეგ. ჯარი კი დამოკიდებული იყო ტრადიციულ ქვეით და ცხენოსან ძალებზე. იარაღის გამოყენებამ გადაარჩინა განადგურებას ვილაიეთის დამცავი პოზიციები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (2007) Timbuktu: the sahara’s Fabled City of Gold. New York: Walker & Company, გვ. 302 pages. ISBN 0-8027-1497-8.
- (1975) The Cambridge History of Africa: From c. 1600 to c. 1790. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 752 pages. ISBN 0-521-20413-5.
- (1977) The Cambridge history of Islam. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 966 pages. ISBN 0-521-29137-2.
- (1988) Timbuktu & the Songhay Empire: Al-Sa'dis Ta`rikh al-sudan down to 1613 and other Contemporary Documents. Leiden: BRILL, გვ. 480 pages. ISBN 90-04-12822-0.
- (1998) UNESCO General History of Africa, Vol. IV: Africa from the Twelfth to the Sixteenth Century (Abridged Edition). Berkeley: University of California Press, გვ. 277 Pages. ISBN 0-520-06699-5.
- (1975) The Cambridge History of Africa Volume 3 1050 – c. 1600. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 816 Pages. ISBN 0-521-20981-1.
- (2004) Encyclopedia of African History, Vol. 1. London: Routledge, გვ. 1912 Pages. ISBN 1-57958-245-1.
- (1998) Africa and Africans in the Making of the Atlantic World, 1400-1800 (Second Edition). Cambridge: Cambridge University Press, გვ. 378 Pages. ISBN 0-521-62724-9.