შინაარსზე გადასვლა

ჯოანა ჰეი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოანა ჰეი
დაბადების თარიღი 7 მაისი, 1954 (68 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ალმა-მატერი

სომერვილის კოლეჯი ლონდონის იმპერიული კოლეჯი წმინდა ჯვრის კოლეჯი

Hitchin Girls' School[
პროფესია ფიზიკოსი, კლიმატოლოგი
დამსაქმებელი

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი

ოქსფორდის უნივერსიტეტი
წოდება

ბრიტანეთის იმპერიის ორდენი

Chree medal (2004)
საიტი [[1]]

ჯოანა ჰეი (Joanna Dorothy "Jo" Haigh; დ. 7 მაისი, 1954)ბრიტანელი მეცნიერი, ფიზიკოსი, ატმოსფეროს ფიზიკოსი და კლიმატოლოგი, იკვლევდა მზის გავლენას  დედამიწის კლიმატზე, კლიმატის მოდელირების სპეციალისტი. ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი (2013), დოქტორი (1980), პროფესორი, ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის გამოჩენილი მკვლევარი, სადაც 35 წლის განმავლობაში იმუშავა. პენსიაზე გავიდა 2019 წელს, 2014-2019 წლებში იყო Grantham Institute - Climate Change and Environment - ის თანადირექტორი, მანამდე კი 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა აღნიშნულ კოლეჯში ფიზიკის განყოფილებას. 2012-2014 წლებში მუშაობდა  სამეფო მეტეოროლოგიური საზოგადოების პრეზიდენტად,   ჟურნალების Quarterly Journal of the Royal Meteorological Society და Journal of Atmospheric რედაქტორად.[1][2]

ჯოანა ჰეი დაიბადა 1954 წელს.  განათლება მიიღო ჰიტჩინის გოგონათა სკოლაში, შემდეგ ჰიტჩინის გოგონების გიმნაზიაში, ჰერტფორდშირში. მან გამოავლინა ადრეული ინტერესი ამინდის მიმართ,  როდესაც ჯერ კიდევ მოზარდი იყო,  ააგო საკუთარი მეტეოროლოგიური სადგური საკუთარ უკანა ბაღში.[3]

ფიზიკას ოქსფორდში, სომერვილის კოლეჯში სწავლობდა.  მიიღო მაგისტრის ხარისხი მეტეოროლოგიაში ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში 1976 წელს.  1980 წელს — ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ატმოსფეროს ფიზიკაში. 1984 წელს გახდა ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ფიზიკის ფაკულტეტის ლექტორი, სადაც  გაატარა 35 წელი 2019 წელს პენსიაზე გასვლამდე. [4]

2001 წლიდან ატმოსფეროს ფიზიკის პროფესორია, ამჟამად — ემერიტუს პროფესორი და დამსახურებული მკვლევარი, 2009 წლიდან ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფიზიკის კათედრას, 2014-2019 წლებში იყო Grantham Institute - Climate Change and Environment-ის თანადირექტორი. თავდაპირველად დაკავებული იყო სტრატოსფეროთი. 2010 წელს ჩატარებულ კვლევაში  გააქარწყლა თეორია იმის შესახებ, რომ გლობალური დათბობა დაკავშირებულია მზის აქტივობასთან.[5]

ჯოანა ჰეი ხშირად ჩნდება მედიაში. 2019 წელს იგი გახლდათ  ერთ-ერთი 11 მეცნიერიდან, რომელმაც ხელი მოაწერა მიმართვას 100 უმდიდრესი საქველმოქმედო ორგანიზაციისა  და ოჯახისადმი, რომლის საშუალებითაც ითხოვდნენ დაფინანსებას ეკოლოგიური კლიმატის კრიზისის დასაძლევად.

მეცნიერი დაჯილდოვებულია ფიზიკის ინსტიტუტის ედვარდ ეპლტონის მედლით და პრიზით (2004) და სამეფო მეტეოროლოგიური საზოგადოების ადრიან გილის პრემიით (2010). CBE (2013). 2013 წლის საახალწლო ცერემონიაზე ჯოან ჰეის მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის  (CBE) კომანდორის ორდენი "ფიზიკის დარგში შეტანილი წვლილისთვის". ჰეი გახლდათ სამეფო მეტეოროლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი 2012 წლიდან 2014 წლამდე; 2013 წელს აირჩიეს სამეფო მეტეოროლოგიური საზოგადოების (FRS) წევრად. იგი ასევე ოქსფორდის სომერვილის კოლეჯის საპატიო წევრია (2014).[6]

მეცნიერი  ავტორია წიგნისა «The Sun’s Influence on Climate» (2015, ISBN 9780691153841).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Joanna D. Haigh // Identifiants et Référentiels (ფრანგ.) — ABES, 2011.
  2. Haigh, Joanna D. // Czech National Authority Database
  3. Joanna Haigh | Royal Society
  4. https://www.imperial.ac.uk/people/j.haigh
  5. https://www.bbc.co.uk/news/science-environment-48357351
  6. Ten years to save the planet | Imperial News | Imperial College London
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯოანა_ჰეი“-დან