ჯონ დიკონი
ჯონ დიკონი | |
---|---|
ჯონ რიჩარდ დიკონი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯონ რიჩარდ დიკონი |
დაბ. თარიღი | 1951 წლის 19 აგვისტო |
დაბ. ადგილი | ლესტერი[1] |
წარმოშობა | ლესტერი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | როკი |
საქმიანობა | კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი, ელექტრიკოსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ბას-გიტარა, სინთეზატორი |
აქტიური | 1971 – 1997 |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Fender Precision Bass Music Man StingRay | |
ჯონ დიკონი ვიკისაწყობში |
ჯონ რიჩარდ დიკონი (დ. 19 აგვისტო, 1951) — ინგლისელი მუსიკოსი, ყველაზე მეტად ცნობილი, როგორც როკ ჯგუფ „Queen-ის ბას-გიტარისტი. იგი ჯგუფს ყველაზე გვიან შეუერთდა და იყო წევრებს შორის ყველაზე ახალგაზრდა (მხოლოდ 19 წლის, როდესაც შეუერთდა). დიკონს დაწერილი აქვს Queen-ის რამდენიმე ცნობილი ჰიტი „You're My Best Friend, „Spread Your Wings, „Back Chat, „I Want to Break Free და აშშ-ში ჯგუფის ყველაზე კარგად გაყიდვადი „Another One Bites the Dust. ის ასევე უკრავდა რითმ და აკუსტიკურ გიტარებზე, სინთეზატორზე და კლავიშებიან საკრავებზე.
მან მუსიკას თავი დაანება 1997 წელს და არ შეუერთდა Queen+პოლ როჯერსის გაერთიანებას. მას ასევე არ მიუღია მონაწილეობა Queen-ის გამოსვლაში 2001 წელს „Rock and Roll Hall of Fame.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიკონი დაიბადა ლესტერში, ინგლისში და ცხოვრობდა მამა არტურ, დედა ლილიან და და ჯულიასთან ერთად. 1962 წელს, როდესაც ჯონი 11 წლის იყო, მამამისი გული შეტევით გარდაიცვალა. დიკონი სწავლობდა ლანმურის დამწყებთა სკოლაში, გარტის სკოლასა და ბი ჩამის კოლეჯში და ყველა მათგანი წარჩინებით დაამთავრა. ლესტერში 1965 წელს მან ჩამოაყალიბა მისი პირველი ჯგუფი „The Opposition, სადაც იგი უკრავდა რითმ გიტარაზე, რომელიც შეიძინა ჯგუფის ერთ-ერთი წევრისგან ნასესხები ფულით. იგი ბასისტო გახდა მას შემდეგ, რაც მთავარი ბასისტი დათხოვნილ იქნა დაბალი დონის გამო. დიკონი ასევე იყო ჯგუფის არქივარიუსი, რომელიც ჯგუფის სახელს ავრცელებდა კლიპებისა და გაზეთების საშუალებით. ჯგუფში 4 წლის ყოფნის შემდეგ მან დაუკრა ამ ბენდის უკანასკნელ კონცერტზე 1969 წელს. მან ჯგუფი დატოვა მას შემდეგ, რაც ჩაირიცხა ჩელსის კოლეჯში, სადაც იგი შევიდა ელექრონიკის შესასწავლად.
იმისდა მიუხედავად, რომ მას საკუთარი ბას-გიტარა სახლში ჰქონდა დატოვებული, მან მაინც გადაწყვიტა, რომ შეერთებოდა რომელიმე ჯგუფს. ამ დროისთვის Queen უკვე შედგებოდა ბრაიან მეის, ფრედი მერკურის და როჯერ ტეილორისგან. 1971 წელს მისმა მეგობარმა ერთ-ერთ დისკოტეკაზე გააცნო იგი მეის და ტეილორს. აღმოჩნდა, რომ ჯგუფს ახალი დათხოვილი ჰყავდა ბასისტი. რამდენიმე დღის შემდეგ კი ჯონი გახდა უკანასკნელი ადამიანი, რომელიც შეუერთდა ჯგუფ Queen-ს. იგი იყო მეშვიდე ბასისტი, რომელიც ჯგუფს ჰყავდა გამოცვლილი.
მისი პირველი სიმღერები გამოქვეყნდა ალბომში „Sheer Heart Attack. მის ანგარიშზე იყო სიმღერები: „Stone Cold Crazy და „Misfire. მისმა მესამე სიმღერამ „You're My Best Friend დაიმსახურა უდიდესი აღიარება, რომელიც საერთაშორისო ჰიტი გახდა.
იგი იყო ჯგუფის „ჩუმი წევრი, თუმცა როგორც სხვა წევრები იხსენებენ, იგი განაგებდა Queen-ის ფინანსების უმრავლესობას. უკანასკნელად პუბლიკის წინ გამოჩნდა შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საქველმოქმედო კონცერტზე 1997. მისი უკანასკნელი ჩანაწერი კი Queen-თან ერთად იყო „No-One But You. იგი ცხოვრობს სამხრეთ-დასავლეთ ლონდონში, მის ცოლ ვერონიკა ტეტზალფთან ერთად. ისინი დაქორწინდდნენ 1975 წლის 18 იანვარს და ჰყავთ ექვსი შვილი: რობერტი (დაბ. 1975 წ. 18 ივლისს); მაიკლი (დაბ. 1978 წ. 3 თებერვალს); ლაურა (დაბ. 1979 წ. 25 ივნისს); ჯოშუა (დაბ. 1983 წ. 13 დეკემბერს); ლუკა (დაბ. 1992 წ. 5 დეკემბერს) და კამერონი (დაბ. 1993 წ. 7 ნოემბერს).
„The Sunday Times-ის იმფორმაციით იგი არის 65 მილიონი ფუნტის მფლობელი (2008 წ.)
დებატები Queen+ -ის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიკონის მოსაზრება Queen-ის არსებობაზე ფრედი მერკურის გარეშე ასეთი იყო — არავის შეუძლია შეცვალოს ფრედი. მან უარი განაცხადა ჯგუფში დაკვრის გაგრძელებაზე. ჯორჯ მაიკლთან და რობი უილიამსთან გაერთიანების ჩაშლის შემდეგ ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი პოლ როჯერსთან ერთად გამოდიან სცენაზე, როგორც Queen+პოლ როჯერსი.
როგორც შემსრულებელი დიკონი ბასების გარდა უკრავდა გიტარაზეც და სიმღერების უმეტესობაში მიჰყავდა რიტმი. მას ასევე შეეძლო სინთეზატორზე დაკვრაც. ის ასევე უკრავდა როიალზეც ვიდეოში „Spread Your Wings, თუმცა ცნობილია, რომ ჩაწერის დროს ფორტეპიანოს პარტიას მერკური ასრულებდა.
სტილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიკონის სტილი იყო 70-იანი წლების როკი. იგი იყენებდა ბას გიტარას, როგორც წამყვან რიტმულ ინსტრუმენტს. მის მიერ შესრულებული რამდენიმე სიმღერა საკმაოდ რთულია დასაკვრელად. The Millionaire Waltz, I'm Going Slightly Mad, და You're My Best Friend ნათლად გვაჩვენებს მის განსაკუთრებულ ტექნიკას. ძირითადად იგი თითებით უკრავდა, თუმცა იგი ხანდახან მედიატორსაც ხმარობდა . მას არცერთ სიმღერაში არ უმღერია მთავარი პარტია, მხოლოდ რამდენიმე სიმღერაში ასრულებდა ფონს.
ამისდა მიუხედავად დიკონი თითქმის ყოველთვის აჩვენებდა Queen-ის სიმღერებში, თითქოს მღეროდა, მაგ: Bohemian Rhapsody, You're My Best Friend, Somebody To Love, Tie Your Mother Down და Don't Stop Me Now და სხვებში.
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Queen-ის სიმღერები, დაწერილი დიკონის მიერ:
- You're My Best Friend -A Night at the Opera-დან
- Spread Your Wings -News of the World-დან
- Another One Bites the Dust და Need Your Loving Tonight - The Game-დან
- Back Chat - Hot Space-დან
- I Want to Break Free - The Works-დან
- Friends Will Be Friends, Pain Is So Close to Pleasure
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Queen-ის ოფიციალური საიტი — ინფორმაცია ჯონ დიკონისა და Queen-ის შესახებ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Carnegie Hall linked open data — 2017.