ჯონ უებსტერი
იერსახე
ჯონ უებსტერი | |
---|---|
ინგლ. John Webster | |
დაბადების თარიღი | 1578 |
დაბადების ადგილი | ლონდონი |
გარდაცვალების თარიღი | 1634[1] |
გარდაცვალების ადგილი | ლონდონი |
საქმიანობა | დრამატურგი, პოეტი და მწერალი[2] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
ალმა-მატერი | Merchant Taylors' School |
ჟანრი | Shakespearean comedy |
Magnum opus | თეთრი ეშმაკი და მალფის ჰერცოგინია |
ჯონ უებსტერი (ინგლ. John Webster; 1578, ლონდონი — 1634, იქვე) — ინგლისელი დრამატურგი.
მის შემოქმედებას შექსპირის, ფ. სიდნისა და მონტენის გავლენა ეტყობა. გვიანდელი აღორძინების ხანის ტიპიური წარმომადგენელია, ამავე დროს აგრძელებს რენესანსული მაღალი ტრაგედიის ტრადიციებს. მის პიესებში აშკარად ისმის სატირული ტონი. ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში შევიდა მისი ტრაგედიები „თეთრი ეშმაკი“ (1612) და „მალფის ჰერცოგინია“ (1614). აღსანიშნავია აგრეთვე კომედია „იურიდიული კაზუსი ეშმაკთან“ (1620) და ე. წ. „მეცნიერული ტრაგედია“ „აპიუსი და ვირჯინია“ (1630), რომელსაც ზოგი მკვლევარი მიაწერს ტ. ჰეივუდს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 104.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Korean Authority File
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.