ჰარგიტის ჟუდეცი (რუმ.Județul Harghita) — ჟუდეცი ცენტრალურ რუმინეთში, ტრანსილვანიის ოლქში, კარპატებში. ფართობი 6639 კმ², მოსახლეობა 304 969 ადამიანი (2011). ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი მერკურია-ჩუკი. ჟუდეცის ტერიტორიაზე სათავეს იღებენ მდინარეები ოლტი და მურეში. არის კურორტები, რომლებიც განლაგებულია მინერალური წყაროების სიახლოვეს. ტუშნადის სიახლოვეს მდებარეობს ვულკანური ტბა სფინტა-ანა. იღებენ სპილენძისა და რკინის მადანს. მოჰყავთ ქერი, ხორბალი, სიმინდი, ჭვავი, შაქრის ჭარხალი, მისდევენ მებაღეობას და მებოსტნეობას. განვითარებულია სოფლის მეურნეობა და მესაქონლეობა.