ჰუსეინ იბნ ალი
იერსახე
ალ-ჰუსეინ იბნ ალი ალ-კურაში (არაბ. الحسين بن علي; დ. 8 იანვარი, 626, მედინა — გ. 10 ოქტომბერი, 680, ქერბელა) — მესამე შიიტი იმამი, ალის მეორე ვაჟი და მუჰამედის შვილიშვილი.
680 წელს ხალიფა მუავია I-ის სიკვდილის შემდეგ, ჰუსეინი ერაყელი შიიტების დახმარებით მცირე რაზმით მექიდან ქუფაში გაემგზავრა. ხალიფა იაზიდ I-ის ჯარებმა ჰუსეინის რაზმს ქარბალის ახლოს ალყა შემოარტყეს და ჰუსეინი შეტაკების დროს მოკლეს. შიიტები ჰუსეინს წამებულად და მესამე იმამად მიიჩნევენ. მის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით სრულდება სამგლოვიარო წესი შაჰსეი-ვაჰსეი. ქალაქი ქარბალა, სადაც დაკრძალულია ჰუსეინი, შიიტების სალოცავი ადგილია.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 697.