(Just Like) Starting Over — ჯონ ლენონის სიმღერა, რომელიც შესულია მომღერლის უკანასკნელ ალბომში Double Fantasy. B-მხარეს არის იოკო ონოს სიმღერა Kiss Kiss Kiss. სიმღერა ჩაწერილი იქნა 1980 წლის 24 ოქტომბერს, სიმღერის ჩაწერა მიმდინარეობდა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში და გამოიცა, მომღერის მკვლელობიდან რამდენიმე თვით ადრე. სიმღერამ გამოშვებისთანავე უდიდესი მოწონება დაიმსახურა, მან ამერიკის ჩარტებში #1 ადგილი დაიკავა (როდესაც ჯონ ლენონს ტყვია ესროლეს ნიუ-იორკში 1980 წლის 8 დეკემბერს, ამ სიმღერას ამ პერიოდში #3 პოზიცია ეკავა ჩარტებში, მას ეს პოზიცია რამდენიმე კვირა განმავლობაში დარჩა.) დიდ ბრიტანეთში ამ სიმღერამ #8 ადგილი დაიკავა, ლენონის მკვლელობის შემდეგ ამ სიმღერამ დიდ ბრიტანეთში #1 ადგილი დაიკავა. 1981 წლისათვის ჯონ ლენონის 3 საუკეთესო სიმღერას შორის ერთ-ერთი სწორედ (Just Like) Starting Over იყო.