შინაარსზე გადასვლა

12 განრისხებული მამაკაცი (1957 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„12 განრისხებული მამაკაცი“
დამდგმელი რეჟისორი სიდნეი ლუმეტი
პროდიუსერი ჰენრი ფონდა, რეჯინალდ როუსი
სცენარის ავტორი რეჯინალდ როუსი
ნაწარმოები რეჯინალდ როუსის „12 განრისხებული მამაკაცი“
როლებში ჰენრი ფონდა
ლი ჯ. კობი
მუსიკა კენიონ ჰოპკინზი
ოპერატორი ბორის კაუფმანი
მონტაჟი კარლ ლენერი
დისტრიბუტორი United Artists
Metro-Goldwyn-Mayer
გამოსვლის თარიღი 13 აპრილი, 1957
ხანგრძლივობა 96 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 340 000
შემოსავალი $ 1 000 000

12 განრისხებული მამაკაცი” (ინგლ. 12 Angry Men) — 1957 წლის ამერიკული შავ-თეთრი ფილმი. ფილმში 12 ნაფიცი მსაჯული ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება საქმის შესახებ, რომელშიც პატარა ბიჭს მკვლელობაში ედება ბრალი. ფილმის მთელი მოქმედება ნაფიც მსაჯულთა ოთახში ვითარდება.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პუერტო-რიკოელი ახალგაზრდა ბრალდებულია დანით მამის მკვლელობაში. განაჩენი 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთსულოვნად უნდა გამოიტანოს. კენჭისყრისას 11 მსაჯული ხმას აძლევს, რომ ბიჭი დამნაშავეა. მხოლოდ მე-8 მსაჯული არის წინააღმდეგი და ის სხვების გადარწმუნებას იწყებს. აღმოჩნდება, რომ ყველა მსაჯული საკუთარი პირადი ცრურწმენით მოქმედებდა. მე-3 მსაჯული საკუთარ ვაჟთანაა გაუცხოებული, მე-7 და მე-6 მსაჯულებს უცხოელების უნდობლობა აქვთ. მე-10 და მე-11 მსაჯულებს სახელმწიფო ბრალდების ბრმად სწამთ. მე-5 მსაჯულს საკუთარი ქუჩური წარსულისგან დისტანცირება უნდა. მე-12 მსაჯულს, რომელიც რეკლამის სფეროში მუშაობს, არაფრის სჯერა, რაც კომერციულად არ იყიდება. 1-ლი, მე-2 და მე-9 მსაჯულები უბრალოდ დინებას მიჰყვებიან. ცხელი დღე გვიან ღამემდე გრძელდება. მე-8 მსაჯული მოახერხებს სხვების გადარწმუნებას. ის აჩვენებს მსაჯულებს მკვლელობის იარაღის მსგავს დანას. ხელმეორე კენჭისყრისას ერთი მსაჯული შეიცვლის აზრს. მე-8 მსაჯული ნაკლებად დაინტერესებულ მსაჯულებს არ მისცემს Tic Tac Toe-ს თამაშის საშუალებას.

  • მარტინ ბალსამი — პირველი მსაჯული, ჟიურის თავმჯდომარე, სკოლის ფეხბურთის კლუბის მწვრთნელის თანაშემწე
  • ჯინ ფიდლერი — მეორე მსაჯული, ბანკის კლერკი
  • ლი ჯ. კობი — მესამე მსაჯული, ბიზნესმენი
  • ე. გ. მარშალი — მეოთხე მსაჯული, ბროკერი
  • ჯეკ კლუგმანი — მეხუთე მსაჯული, პარამედიკოსი
  • ედვარდ ბინსი — მეექვსე მსაჯული, სახლის მხატვარი
  • ჯეკ უორდენი — მეშვიდე მსაჯული, გამყიდველი
  • ჰენრი ფონდა — დეივისი, მერვე მსაჯული, არქიტექტორი
  • ჯოზეფ სვინი — მაკკარდლი, მეცხრე მსაჯული
  • ედ ბიგლი — მეათე მსაჯული, ავტოფარეხის მეპატრონე
  • ჯორჯ ვოსკოვეცი — მეთერთმეტე მსაჯული, მესაათე
  • რობერტ ვებერი — მეთორმეტე მსაჯული, აღმასრულებელი დირექტორი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]