Cartoon Wars Part I — ამერიკული ანიმაციური სერიალის სამხრეთის პარკის მეათე სეზონის მესამე ეპიზოდი, რომელიც პირველად აშშ-ში, ტელეარხ Comedy Central-ის ეთერში 2006 წლის 5 აპრილში გავიდა. Cartoon Wars-ის ორი ნაწილიდან პირველი. ეპიზოდის სიუჟეტის მიხედვით, გრიფინები აპირებენ გამოუშვან ეპიზოდი, რომელშიც წინასწარმეტყველი მუჰამადი ხდება სიმბოლო, რომლის გამოც ამერიკელები თავიანთი სიცოცხლის გამო შიშს იწყებენ. ქერთმანის აზრით, ეპიზოდი მუსულმანებს შეურაცხყოფას მიაყენებს. სერიის ეთერში გაშვების შეკავების მიზნით იგი ჰოლივუდში მიემგზავრება.
სცენარის ავტორია ტრეი პარკერი. მას და მის კოლეგა მეტ სტოუნს სურდათ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელება ჯერ კიდევ მეათე სეზონის დასაწყისში უნდოდათ, თუმცა, Comedy Central-თან მუჰამედის დახატვასთან დაკავშირებით მომხდარი უთანხმოების გამო მათ ეპიზოდის პრემიერის გადადება მოუწიათ. მუშაობის დროს უთანხმოებები არ იყო მოგვარებული, რის გამოც სცენარის ორ ნაწილად გაყოფა გადაწყვიტეს, რათა მხარეებს მოსალაპარაკებლად უფრო მეტი დრო ჰქონოდათ.