შინაარსზე გადასვლა

M-46 Patton

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
M-46

M-46,კორეაში 1953 წელი
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 48.5
ეკიპაჟი, კაცი 5 ადამიანი
ისტორია
გამოშვების წელი(წლები) 1949—1951
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1950 - ის დასაწყისი - 1950 - დასასრულამდე
გამოშვების რაოდენობა 1168
ძირითადი ოპერატორები აშშ-ის დროშა აშშ
ზომები
კორპუსის სიგანე, მმ 3,51 მ
სიმაღლე, მმ 3,18 მ
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი 102მმ (მაქსიმუმი)
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 90მმ M3A1
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 70
მიზანი ტელესკოპური M-46,
ტყვიამფრქვევები 1 × 7,62-მმ M1919A4, 1 × 12,7-მმ M2HB.
მობილურობა
ძრავის ტიპი 12 ცილინდრიანი დიზელის
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 810
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 48
გადაადგილების მარაგი, კმ 129 კმ

M46 Patton — პირველი ტანკი, რომელსაც მიენიჭა სახელი გენერალ ჯორჯ პატონის პატივსაცემად. M46 წარმოადგენს M-26 გაუმჯობესებულ ვერსიას.

ტანკი სერიულად სულ 2 წელი იწარმოებოდა და მათი რაოდენობა მხოლოდ 1168-ს შეადგენდა თუმცა ტანკმა დიდი განვითარება ჰპოვა და მის ბაზაზე იქმნებოდა როგორც ტანკები (M47,M48 და M60) ასევე სხვადასხმა სახის საინჟინრო მანქანები,ტანკი ძირითადად გამოიყენებოდა კორეის ომში გარდა ამისა ტანკი გამოიყენებოდა ევროპაში რომელიც ამერიკულ ბატალიონებს ეკუთვნოდა.

M46 - არასდროს გასულა ექსპორტზე თუმცა ეს ტანკი სასწავლო მიზნით (8 ცალი) შედიოდა ბელგიის არმიაში.

მეორე მსოფლიო ომის - ს შემდეგ აშშ არმია შედგებოდა M-4 - შერმანისგან და M-26 პერშინგის მძიმე ტანკებისგან თუმცა ომის შემდეგ პერშინგებს კლასიფიკაცია შეუცვალეს და ის მძიმე ტანკი საშუალო ტანკებში გადაიყვანეს,ამის მიზეზი კი ის იყო რომ პერშინგი წარმოადგენდა M-4 - შერმანის გაუმჯობესებულ ვარიანტს კერძთ კი ქვემეხში და დაცულობაში,თუმცა მობილურობა კი ბევრად ჩამოუვარდებოდა იმას რასაც საშუალო ტანკი უნდა ჰქონოდა,ეს განპირობებული იყო იმით რომ ტანკი ხმარობდა ბევრად უფრო მსუბუქ M4A3-ს ძრავას რომელიც ძალიან რთული გამოსაყენებელი იყო მისი არასაკმარისი ძალის გამო.

მუშაობა 1948 წელს დაიწყეს რათა ჩაენაცველიბინათ Continental AV1790 ტიპის ძრავით და CD-850-1 ტრანსმისიის ძველი წინამორბედი,საბოლოოდ ახალ ვერსიას M26E2 დაერქვა, თუმცა მუშაობა არ შეჩერებულა და კიდევ გააგრძელეს მისი გაძლიერება და გადაწყვიტეს მისი ხელახალ აშენება და 1949 წლის ნოემბერში გამოვიდა სრულიად ახალი ტანკი რომელიც განსხვავდებოდა არა მხოლოდ ძრავით და ტრანსმისიით,არამედ ქვემეხით და ასევე ქვემეხის ეჟექტორით,ტანკის ახალმა ვერსიამ სახელწოდება M46 მიიღო,სულ აგებული იქნა 1,160 M26,800 M46 და 360 M46A1.

ამერიკამ M46 მხოლოდ და მხოლოდ კორეის ომში გამოიყენა. 8 აგვისტოს 1950 წელს 6 ბატალიონი რომელიც შედგებოდა M46 ტიპის ტანკებისგანაც დაფრინდა კორეაში. M46 დიდ უპირატესობას ფლობდა ჩრდილო კორეულ მასზე ბევრად მსუბუქ T-34/85 - ტანკებზე რომელიც მცირე რაოდენობით იყო,1950 - წლის ბოლოსთვის სულ 200მდე M46 იყო ჩაყვანილი რომელიც მხოლოდ 15% შეადგენდა.მაშინ როცა ამერიკას იმ დროისთვის უკვე 1,326 ტანკი ჰყავდა აქედან 679 M4A3 შერმანის ტიპის (და მისი მოდიფიკაციები), 309 M26 პერშინგი და 138 მსუბუქი M24 Chaffee.

კორეა,1952 წელი)

1950 - წლის შემოდგომას 6 ბატალიონი გადავიდა შეტევაზე რომელიც შეიარაღებული M46 ტიპის ტანკებითა და M45-ით(წარმოაგდენს M26 პერშინგის მოდოფიკაციას) იყვნენ,22 ოქტომბერს ჩრდილო კორეული 8 T-34/85 და 1 SU-76 - გაანადგურეს უდანაკარგოდ. 10 ნოემბერს ბატალიონი გადავიდა 24 ქვეითთა ბატალიონს მორჩილების ქვეშ ხოლო ნოემბერის დასაწყისში 6 ბატალიონმა მიატოვა თავიანთი ტანკები რკინიგზასთან რომელიც არცთუ ისე შორს იყო ფხენიანისგან,თუმცა ამერიკამ მიტოვებული ტანკები თავისივე ავიაციით გაანადგურა რათა ხელში არ ჩაეგდოთ ჩინელებს რომელსაც ძალიან სურდა ტანკების ხელში ჩაგდება რათა შემდეგ გადაეგზავნა საბჭოთა კავშირში შესასწავლად,ამისდა მიუხედევად ძალიან ბევრი ტანკი მაინც აღმოჩდა ჩინელების ხელში.

1951 - წლის იანვრისთვის ბატალიონი მთლიანად M46 ტიპის ტანკებით შეივსო რაც განპირობებული M45 - ების დიდი დანაკარგით იყო გამოწვეული. 64 სატანკო ბატალიონმა ამავე პერიოდში მიიღო მონაწილეობა თავდაცვაში ჩინური შეტევისგან რომელსაც ასევე ეხმარებოდა 3 ქვეითთა დივიზია,1951 წლისთვის 8 არმიის განკარგულებაში 97 M46 ტიპის ტანკი იყო,1951 წლის დასაწყისში ბატალიონმა მიიღო მონაწილეობა სეულის აღებაში,6 ბატალიონმა 1951 წლის მარტში 24 ქვეითთა დივიზიასთან ერთად მონაწილეობდა იანპხიონას აღებაში,ასევე მონაწილეობა მიიღო მდინარე იმჯინთან გამართულ ბრძოლებში.16 ოქტომბერს ბატალიონი გადავიდა 3 ქვეითთა დივიზიის განკარგულებაში.

1951 წლის ივნისისთვის ომის ფრონტი შეიცვალა და აღარ მიმდინარეობდა მობილური ომი ამიტომაც ომის ამ პერიოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საცეცხლე პოზიციებს,ასევე შეიცვალა ტანკების დანიშნულება,ამ დროისთვის მათი მიზანი უმეტესად კარგად დაცული პოზიციებს განადგურება იყო და მათ თითქმის შეითავსეს არტილერიის როლი ხოლო ტანკებს კი მოწინააღმდეგე და ისევე როგორც ამერიკა თითქმის საერთოდ აღარ იყენებდა რადგან რელიეფი უფრო მთიანი ხდებოდა ვიდრე მანამდე იყო,ტანკისტებს კი ერჩივნათ ებრძოლათ უფრო მსუბუქ და მანევრული ტანკებით ვიდრე მძიმე და ნელით, თუმცა შედარებით მსუბუქ ტანკების საცეცხლე ძალა არ იყო საკმარისი გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის თავდაცვითი ობიქტები.

ომში განადგურებული M46 - ების ციფრი განსხვავებულია,ამერიკის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით დაუბრუნებლად დაკარგეს 8 M46, 34 განადგურებული ტანკიდან.ხოლო საერთო დანაკარგი 1950 წლის ოქტომბრისთვის შეადგენდა 136 სხვადასხვა სახის ტანკს რომლის 70% ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებზე მოდიოდა,სხვა მონაცემებით მხოლოდ ბრძოლა კიმჩხონისთვის 6 ბატალიონმა 10 M46 დაკარგა თუმცა საპირისპიროდ მთელი ომის განმავლობაში 12 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა საიდანაც 12 T-34\85 გაანადგურა.

M46, ისევე როგორც სხვა ომის შემდგომი პერიოდის ტანკები ფლობდნენ უნივერსალურ ქვემეხს რომელიც ეფექტიანი იყო როგორც დაჯავშნული ისევე ნაკლებად დაჯავშნული შეიარაღების წინააღმდეგ. ტანკს 90 მმ M3A1 ტიპის ქვემეხი ეყენა რომლის დუალური ძალა მხოლოდ 401 ,იყო იმავე თაობის ტანკების ქვემეხებს კი მაგალითად ბრიტანულ 83,2მმ იანი 20 pounder-ს რომელსაც 532 ჰქონდა ხოლო საბჭოთა Д-10 -ს 648.

M46 - ს თავისუფლად შეეძლო გაენადგურებინა ნებისმიერი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკ შორი გასროლიდან მათ შორის T-34/85 2000 მეტრიდან,შორიდან შედარებით უჭირდა IS - ს ტანკის აფეთქება თუმცა თავისი თაობის საბჭოთა T-55 - ის განადგურება კი ძალიან რთული იყო და თითქმის ფრონტალურად გახვრეტა შეუძლებელი იყო,ქვეკალიბრული ჭურვებით შედარებით მეტი იყო ჯავშნის გახვრეტის თუ ის შესაფერის კუთხურ ადგილას მოხვდებოდა,გვერდული ჯავშნიდან M46 - ს უჭირდა მძიმე ტანკების განადგურებაც კი როგორც იყო IS-3 და IS-4 - ი.

კორეა 1952 წელი,6 ბატალიონის განკარგულებაში

სწორედ ქვემეხის არაეფექტიანობა იყო პირველი მიზეზი რის გამოც ტანკი ძალიან მალევე მოხსნეს შეიარაღებიდან. ჯავშანი M46 - ს არც თუ ისე ძლიერი ჰქონდა ტანკსაწინააღმდეგო იარაღებისგან,ყველაზე საშიში მისთვის 100მმ იანი ქვემეხი იყო,მათ შორის საარტილერიო ქვემეხი БС-3 და სატანკო Д-10.

საბჭოთა გამოცდებმა ცხადყო რომ ტანკის ფრონტალური გახვრეტა შესაძლებელი იყო 1100 მეტრიდან 100მიანი ქვემეხის მიერ,შედარებით ცუდად დაცული იყო მისი კოშკურა თუმცა ეს ადგილი არ გამოუცდიათ რადგან ცხადი იყო რომ Б-412Б ჭურვი ადვილად გახვრიტავდა 1200 მეტრიდან.

უფრო უარესი სიტუაციაა საშუალო კალიბრის ქვემეხებისთვის, 85-მმიანი, დივიზიონის ქვემეხი Д-44 და სატანკო ქვემეხი С-53 ასევე Д-5С და 57-мм ტანკ საწინააღმდეგო ქვემეხი ЗИС-2 - ს ძალიან უჭირდა მისი გახვრეტა,ტანკის დასაზიანებლად საჭირო იყო მასთნ მეტის მეტად მიახლოვება 400 მდე,თუმცა საშუალო კალიბრის ბევრად ეფექტიანი გამოდგა გვერდებში სროლისას,45° - იანი ბორტი 76მმ ჯავშანი გახვრიტა 85მმიანმა ქვემეხმა 1100 მეტრიდან,57მმიანმა 1700დან,30° ბორტი 200 მეტრიდან 550მდე გახვრიტა. 60—90° ბორტი 85მმიამა ქვემეხმა უკვე 2300-3000 მდე ხვრიტავდა,57მმიანი 1050-1300. გამოცდებში მონაწილეობა ასევე მიიღო ხელის ტანკ საწინააღმდეგო ყუმბარებმა რომელიც არაეფექტიანი გამოდგა თუმცა ტანკსაწინააღმდეგო РПГ-2 - მა რომელი 1949 წელს მიიღეს შეიარაღებაში პრობლემა არ ჰქონია გაეხვრიტა ზუსტი გასროლის და ახლო მანძილიდან M46-ის ჯავშანი.

სატანკო დუელის შემთხვევაში T-34/85 - ის წინააღმდეგ შორი მანძილიდან ძალიან დიდი უპირატესობას ფლობდა ჯავშნის და ქვემეხის მხრივ თუმცა ახლო მანძილზე ბრძოლისას T-34/85 ძალიან საშიში მოწინააღმდეგე ხდებოდა რადგან ადვილად ხვრიტავდა ბორტებიდან თუმცა T-54 - ის შემთხვევაში ყველაფერი საწინააღმდეგოდ იყო,Т-54 - ს შეეძლო 2000 მეტრიდან მისი გახვრეტა მაშინ როცა M46 - ის ერთადერთი შანსი ქვეკალიბრული ჭურვი იყო რომელიც ტანკი ამუნიციაში მცირე რაოდენობით არის.

  • M46A1 - დაუყენდა ახალი ცეცხლის მართვის სისტემა , AV-1790-5B ტიპის ძრავა და CD-850-4 ტრანსმისია.
  • დროშა: ბელგია ბელგია - არმიაში ირიცხება 8 M46 ტიპის ტანკი,რომელზეც წვრთნიან ეკიპაჟს
  • დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი - სასწავლო მიზნით
  • იტალიის დროშა იტალია - სასწავლო მიზნით
  • დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ - სასწავლო მიზნით
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/M-46_Patton“-დან