Motorola 6809
იერსახე
Motorola 6809 — 8 ბიტიანი მიკროპროცესორი, (აგრეთვე ცნობილი როგორც 8/16 ბიტიანი) შექმნილი კომპანია Motorola-ს მიერ 1978 წელს. ის შესამჩნევად აღემატებოდა მის წინამორბედ პროცესორებს, Motorola 6800-ს და MOS Technology 6502-ს. 6809 გამოიყენებოდა როგორც სახლის კომპიუტერებსა და არკადულ სისტემებში, აგრეთვე სათამაშო კონსოლებშიც, მაგალითისთვის, როგორიც არის Vectrex. მოგვიანებით გამოვიდა პროცესორის რამდენიმე მოდერნიზებული ვერსია, მათ შორის 68A09(E) და 68B09(E).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- MC6809 Datasheet; Motorola (Freescale); გვერდი 36; 1983.
- MC6809E Datasheet; Motorola (Freescale); გვერდი 34.
- MC6809-MC6809E 8-Bit Microprocessor Programming Manual; Motorola (Freescale); გვერდი 220; 1981.