შინაარსზე გადასვლა

PNG

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
PNG გამოსახულება გამჭვირვალე ფონით
იგივე სურათი გაუმჭვირვალე ფონით

PNG (Portable Network Graphics) — ციფრული სურათების ღია ფორმატი, რომელიც შეიქმნა დაპატენტებული GIF ფორმატის შესაცვლელად. PNG არის ფორმატი, რომელიც სპეციალიზებულია მარტივი, ერთგვაროვანი ფერების მქონე სურათების შექმნაზე.

სინთეზური სურათებისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PNG წარმატებით გამოიყენება ისეთი სინთეზური სურათების შესაქმნელად როგორიცაა: WEB-ის გრაფიკული გაფორმება, იკონები, ტექსტური სურათები. PNG ფორმატში შექმნილი ფაილი, როგორც წესი, GIF ფორმატში შექმნილ ფაილზე მეტ ადგილს იკავებს მეხსიერებაში, სამაგიეროდ ხარისხით ბევრად აღემატება ამ უკანასკნელს. ეს იმით აიხსნება რომ PNG ფორმატის ფერთა რაოდენობა 256-ით არ შემოიფარგლება.

PNG ფორმატში შესაძლებელია ფოტოსურათების უდანაკარგო შეკუმშვა. შედეგად დიდი მოცულობის ფაილი მიიღება. ეს მოცულობა ბევრად აღემატება ისეთი ფორმატების ფაილების ზომებს, როგორებიცაა: JPEG და JPEG2000.

დეტალები ფორმატის შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

PNG საშუალებას იძლევა, მატრიცული სურათები სხვადასხვა ფორმატით შევინახოთ:

  • 1 ბიტი(ანუ იგივე მონოქრომა. არ არის აუცილებელი შავთეთრი იყოს)
  • 2 ბიტი -კარდოქრომული სურათებისთვის
  • 4 ბიტი(16 ფერი)
  • 8 ბიტი ნაცრისფერი სურათებისთვის(256 შესაძლებლობა)
  • 8 ბიტი(256 ფერი, ანუ იგივე რაც GIF)
  • 24 ბიტი (16 777 216 ფერი)
  • 48 ბიტი (248 ანუ 281 976 710 656 ფერი)

სპეციალური ფილტრისა და RFC 1951 ალგორითმის გამოყენებით შეკუმშვის მაღალი ხარისხი მიიღწევა. პიქსელების მდგენელთა ერთი ფორმატია: წითელი, მწვანე, ლურჯი. და მეორე: წითელი, მწვანე, ლურჯი და გამჭვირვალობის არხი "ალფა". ამ შემთხვევაში 8 ან 16 დამატებითი ბიტი გამოიყენება და ვღებულობთ 16 ბიტს ნაცრისფერი სურათისთვის, 32 ბიტს ნამდვილი ფერების მქონე სურათებისთვის და 64 ბიტი 4 არხიანი(თითოსთვის 16 ბიტი) სურათისთვის.

ნახევარგამჭვირვალობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ალფა“ არხის არსებობა განსაზღვრავს გამჭვირვალობის სხვადასხვა ხარისხს. ეს თვისება Web -ის გასაფორმებლად ძვირფასი მონაპოვარია. თანამედროვე(2007) ნავიგატორების უმრავლესობა, გარდა Internet Explorer 6 -ისა და მისი წინა ვერსიებისა, ფართოდ იყენებს ამ მიღწევას. თუმცა კი ვებმასტერები სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ ამ ნაკლის შესავსებად. მაგალითად იყენებენ სკრიპტს PNG biheviour IE7 დაარქივებული 2007-05-20 საიტზე Wayback Machine. ასევე bobosola დაარქივებული 2005-04-21 საიტზე Wayback Machine. . Internet Explorer7 კორექტულად განაგებს ალფა არხს.

GIF ფორმატის Web სურათები შეიძლება გადატანილ იქნას PNG ფორმატში ისე რომ თანამედროვე ნავიგატორთა უმრავლესობა მათ შეითავსებენ. PNG -ს (მას მეორენაირად ასეც უწოდებენ: PNG's Not GIF- PNG არ არის GIF) შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც აკეთებს GIF-ი. მეტიც, იგი გამჭვირვალობის ეფექტსაც ქმნის. მართალია იგი ანიმაციების კეთების საშუალებას არ იძლევა, სამაგიეროდ PNG -ს გან მიღებული MNG ფორმატი ამ ნაკლის აღმოფხვრას ემსახურება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PNG&oldid=4695936“-დან