SN 1604
იერსახე
SN 1604 ან კეპლერის ზეახალი — ზეახალი ვარსკვლავი ჩვენს გალაქტიკაში, რომელიც გველისმჭერის თანავარსკვლავედში აღმოცენდა 1604 წელს, მზის სისტემიდან დაახლოებით 6000 პარსეკში. მისმა მაქსიმალურმა ხილვადმა ვარსკვლავურმა სიდიდემ 2,5-ს მიაღწია.
პირველად ამ ზეახალ ვარსკლავზე დაკვირვება 1604 წლის 9 ოქტომბერს მოახდინეს. კეპლერის ზეახალი მას დაარქვეს, ვინაიდან 17 ოქტომბრიდან მასზე დაკვირვებებს ახდენდა გერმანელი ასტრონომი იოჰანეს კეპლერი, რომელმაც შემდგომში იგი დაწვრილებით აღწერა.