შინაარსზე გადასვლა

ნიშანი

ვიქსიკონი გვერდიდან

ქართული

[რედაქტირება]

ეტიმოლოგია

[რედაქტირება]

წაკითხვა

[რედაქტირება]

მნიშვნელობა

[რედაქტირება]
  1. საგნის ან მოვლენის სხვა საგნების ან მოვლენებისაგან განმასხვავებელი თვისება, მხარე.
    ➤ სინონიმები: თვისება
  2. მომასწავებელი, მაჩვენებელი.
  3. იგივეა, რაც ნიშანწყალი.
  4. დათქმული მოქმედება, პირობითი საშუალება, რომლითაც აჩვენებენ, რომ დროა შეუდგნენ საქმეს ან საჭიროა გაფრთხილება, მორიდება, ზომების მიღება, — სიგნალი.
  5. რაიმე შებმული, დაჭდეული ან სხვა სახით აღნიშნული მსგავს საგანთაგან გამოსარჩევად.
  6. დაღი, კვალი, ნაჭრილობევი.
    ➤ სინონიმები: კვალი
  7. სხვადასხვა მოყვანილობის მცირე რამ საგანი (ჩვეულებრივ ლითონისა), უპირატესად მკერდზე სატარებელი, ზედ გამოსახული რაიმე ემბლემით; იხმარება იმის საჩვენებლად, რომ მისი მატარებელი ამა თუ იმ ორგანიზაციას ან ადამიანთა განსაზღვრულ კატეგორიას განეკუთვნება.
  8. სამხედრო და ზოგიერთი სამოქალაქო სამსახურის პირთათვის დაწესებული სამხრეები.
  9. პირობითი გამოსახულება; სიმბოლო; რაიმე საგანი, სიმბოლოდ გამოყენებული.
  10. პირობითი მაჩვენებელი მოსწავლის ცოდნისა — სიტყვიერი («ფრიადი», «კარგი»...) უმაღლეს სასწავლებლებში და ციფრობრივი (5,4...) დაწყებით და საშუალო სკოლებში.
  11. მიზანი (სროლაში).
    ➤ სინონიმები: მიზანი
  12. ძველი ეთნოგრაფია: ბეჭედი ან სხვა რამ სამკაული, სასიძოს მიერ საპატარძლოსათვის მირთმეული.
    ➤ სინონიმები: ბელგა

წარმოებული ლექსიკა

[რედაქტირება]
➤ წარმოებული სიტყვები: ნიშანდება, ნიშანდებული , ნიშანდობლივ, ნიშანდობლივი , ნიშან-თვისება, ნიშანსვეტი , ნიშანწყალი, ნიშნმოგებული, ნიშნოსანი

თარგმანები

[რედაქტირება]

წყაროები და რესურსები

[რედაქტირება]
  • ნეიმანი ალ., ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, თბ.: „განათლება“, 1978, გვ. 325.
  • ქართული მატერიალური კულტურის ლექსიკონი, ელდარ ნადირაძე, თბილისი, 2022, გვ. 327