ლევან ყიფიანი
ლევან ყიფიანი (დ. 6 სექტემბერი, 1971) — საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი 2012 წლის ოქტომბრიდან.
1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
1987—1995 წლებში ფეხბურთს თამაშობდა სხვადასხვა საფეხბურთო კლუბში, მათ შორის „დინამო თბილისში“, „შევარდენი-1906 თბილის“-ში და გერმანიის „ვორმატია ვორმუს“-ში. 1996 წლიდან მუშაობდა ფეხბურთის მწვრთნელად. დააფუძნა საფეხბურთო სკოლა „ირაო“, საქართველოს მინი-ფეხბურთის (ფუტსალის) ასოციაცია და კავშირი „ჩვენი ფეხბურთი“. 2002—2005 წლებში საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივი თბილისის“ გენერალური მენეჯერი, მმართველი დირექტორი. 2005 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი და საქართველოს პროფესიული საფეხბურთო ლიგის დირექტორთა საბჭოს წევრი.
2012 წლიდან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი. 2012 წლის ოქტომბერში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
რესურსები ინტერნეტში
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ვლადიმერ ვარძელაშვილი |
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი 2012 - დღემდე |
შემდეგი: |
|