შინაარსზე გადასვლა

თეა წულუკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეა წულუკიანი
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 იანვარი, 2024
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი კობახიძე
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 მარტი, 2021 – 1 იანვარი, 2024
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი, 2020 – 30 მარტი, 2021
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი გახარია
ირაკლი ღარიბაშვილი
თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე
წინამორბედიგენადი მარგველაშვილი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 29 სექტემბერი, 2020
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
წინამორბედიზურაბ ადეიშვილი
მემკვიდრეგოჩა ლორთქიფანიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ოქტომბერი, 2012 – 7 ნოემბერი, 2012
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
წინამორბედიმერაბ სამადაშვილი
მემკვიდრეთამარ კორძაია

დაბადებული21 იანვარი, 1975 (1975-01-21) (49 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ამპერის სახელობის ლიცეუმი
პროფესიაიურისტი, დიპლომატი
საქმიანობაპოლიტიკოსი
ხელმოწერა

თეა წულუკიანი (დ. 21 იანვარი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2020 წლის 29 სექტემბრამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი (2019 წლის 19 სექტემბრიდან ასევე ვიცე-პრემიერი[1]). 2020-2021 წლებში საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის დეპუტატი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე. 2021 წლის 19 მარტიდან (ოფიციალურად 22 მარტიდან) 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.[2] ვიცე-პრემიერი 2021 წლის 12 ივლისიდან.[3] 2024 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრად.

დაიბადა თბილისში. 1992 წელს დაამთავრა ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი, საფრანგეთში. შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და დაამთავრა 1997 წელს. 2000 წელს საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) საჯარო ადმინისტრაციაში (MPA) დაიცვა მაგისტრის ხარისხი.

2000-2010 წლებში მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე.

2010 წლის 15 მაისს თეა წულუკიანი შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატებს“, როგორც პარტიის თავმჯდომარის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში, და მოგვიანებით პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.

2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ნაძალადევის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. 2020 წლის 29 სექტემბერს, საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თანამდებობა დატოვა.[4]

2020-2021 წლებში იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №365 თეა წულუკიანისათვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის დაკისრების შესახებ
  2. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. საქართველოს მთავრობა (2021-19-03). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2021.
  3. „ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერებად დანიშნა“. Civil.ge. 12 ივლისი, 2021. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო, თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს“. imedinews.ge. 2020-09-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-01. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2020.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ზურაბ ადეიშვილი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
2012 – 2020
შემდეგი:
გოჩა ლორთქიფანიძე
წინამორბედი:
თანამდებობა შეიქმნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
2021 – 2024
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა
წინამორბედი:
თანამდებობა შეიქმნა
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
2024 –
შემდეგი: