შინაარსზე გადასვლა

ალჟირის პრეზიდენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
ალჟრის პრეზიდენტი
რეზიდენცია ელ-მურადია
ვადის ხანგრძლივობა 5 წელი
დაარსდა 15 სექტემბერი 1963
პირველი თანამდებობაზე აჰმედ ბენ ბელა
ალჟირი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
ალჟირის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

ალჟირის პრეზიდენტიალჟირის სახელმწიფოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. ირჩევს მოსახლეობა 5 წლის ვადით, ალჟირის კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის არჩევა ხდება მხოლოდ ორი საპრეზიდენტო ვადით.

ალჟირის პრეზიდენტების სია

სურათი სახელი უფლებამოსილების
დაწყება
უფლებამოსილების
დამთავრება
შენიშვნა
1. აბდურაჰმან ფარესი 3 ივლისი 1962 20 სექტემბერი 1963 დროებითი მთავრობის პრეზიდენტი, დროებითი აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტი
2. ფერჰათ აბასი 20 სექტემბერი 1962 15 სექტემბერი 1963 დროებითი მთავრობის პრეზიდენტი
3. აჰმედ ბენ ბელა 15 სექტემბერი 1963 19 ივნისი 1965 პრეზიდენტი, დაამხეს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად
4. ჰუარი ბუმედიენი 19 ივნისი 1965 27 დეკემბერი 1978 რევოლუციური საბჭოს ხელმძღვანელი, პრეზიდენტი, გარდაიცვალა თანამდებობაზე
5. რაბაჰ ბიტატი 27 დეკემბერი 1978 9 თებერვალი 1979 პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
6. შადლი ბენჯედიდი 9 თებერვალი 1979 11 იანვარი 1992 პრეზიდენტი
7. მუჰამედ ბუდიაფი 11 იანვარი 1992 29 ივნისი 1992 უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, მოკლეს თანამდებობაზე
8. ალი ჰუსეინ კაფი 2 ივლისი 1992 31 იანვარი 1994 უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი
9. ლიამინ ზერუალი 31 იანვარი 1994 27 აპრილი 1999 პრეზიდენტი
10. აბდელაზიზ ბუტეფლიკა 28 აპრილი 1999 2 აპრილი, 2019 პრეზიდენტი, გადადგა მასობრივი პროტესტების შედეგად
11. აბდელქადერ ბენსალაჰი 2 აპრილი 2019 19 დეკემბერი, 2019 პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
12. აბდელმაჯიდ ტებუნი 19 დეკემბერი, 2019 დღემდე პრეზიდენტი

რესურსები ინტერნეტში