შინაარსზე გადასვლა

პრუტის სამშვიდობო ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.

პრუტის ზავი — სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთსა და ოსმალეთის იმპერიას უფრო სწორედ კოალიციის ძალებს შორის რომელშიც შედიოდა ოსმალეთის სულთანი, ყირიმის ხანი დევლეტ-გირეი II, შვედეთის მეფე კარლ XII, გეტმანი პილიპ ორლიკი და კოშოვი გორდიენკო კოსტი, როგორც შედეგი 1711 წლის პრუტის ლაშქრობისა. ხელი მოეწერა 12 (23) ივლისი1711 წელს მდინარე პრუტზე, ქალაქ იასის ახლოს რუსეთის წარმომადგენლების პეტრე შაფიროვის და ბორის შერემეტევის და თურქეთის წარმომადგენლის — დიდი ვეზირის მეჰმედ-ფაშას მიერ.

1710 წლის შემოდგომაზე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნები გაერთიანდნენ მოსკოვის სამხრეთით ექსპანსიის წინააღმდეგ. მათ შეუერთდნენ დონის კაზაკებიც და პოლონელები ანჯე პოტოცკის მეთაურობით.

20 დეკემბერს თურქეთმა ომი გამოუცხადა მოსკოვს. 1711 წ. მაისში რუსეთის 46 ათასიანი არმია პეტრე პირველის მეთაურობით, რომელსაც შეიარაღებაზე ჰქონდა 120 ზარბაზანი, მარჯვენა სანაპიროს უკრაინის გავლიდ მოლდოვასაკენ დაიძრა. გზად რუსეთის პოლკები უკრაინის მოსახლეობას დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ასახლებდა.

ზაფხულში რუსეთის ჯარს შეურთდა მოლდოველების მთავარი კანტემირ დმიტრი ხუთი ათასი მეომრით და პრუტთან მივიდნენ. იქ მივიდა კოალიციის არმიაც, რომლის საფუძველს შეადგენდა თურქული არმია რომელსაც 440 ზარბაზანი ჰქონდა.

8 ივლისს სოფელ სტანილეშტის მახლობლად პრუტის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა გენერალური ბრძოლა, ხოლო მეორე დღეს რუსეთის არმია მთლიანად ალყაში იყო მომწყვდეული და კაპიტულირება მოახდინა.

მოლაპარაკებების საგანი იყო რუსეთის 38-ათასიანი არმიის ალყიდან გამოყვანა რომელსაც სათავეში პეტრე I ედგა, ალყაში ის 120-ათასიანმა თურქების 70-ათასიანმა ყირიმის არმიებმა მოაქციეს. პეტრე I-ის ინსტრუქციებს (რუსეთის არმიის მეტად კრიტიკული სიტუაციის გამო) რუსეთი მიჰყავდა მეტად მძიმე პირობებამდე: დიდი ჩრდილოეთის ომის დროს ყველა შენაძენზე უარის თქმა (გარდა ინგრიისა) და პოლონეთის ტახტზე შვედეთის პროტეჟე სტანისლავ ლეშჩინსკის აღიარება.

ეს პირობები ემთხვეოდა იმ პირობებს რომელსაც უყენებდა სულთანი რუსეთს ომის დაწყების დროს. ვეზირის მოსასყიდად ხაზინიდან გამოყოფილი იყო 150 ათასი მანეთი, უფრო ნაკლები თანხები განსაზღვრული იყო სხვა თურქი უფროსებისა და მდივნებისათვისაც კი. ლეგენდის მიხედვით პეტრეს მეუღლემ ეკატერინე I-მა მთელი თავისი ძვირფასეულობა მოსასყიდად გაიმეტა, დანიის ელჩი იულ იუსტი, რომელიც რუსეთის არმიასთან იმყოფებოდა ალყიდან გამოსვლის შემდეგ, არ იტყობინება დედოფალ ეკატერინეს ამ ქმედებაზე, მაგრამ აღნიშნავს რომ, დედოფალმა დაარიგა ძვირფასეულობა ოფიცრებში შესანახად და ზავის დადების შემდეგ ისევ შეაგროვა უკან.

პეტრე შაფიროვი

22 ივლისი პეტრე შაფიროვი დაბრუნდა თურქების ბანაკიდან ზავის პირობებით. ისინი აღმოჩნდნენ უფრო უკეთესი ვიდრე პეტრე იყო მზად წასულიყო დათმობებზე:

  • ხელშეკრულება დადებულ იქნა 25 წლის ვადით;
  • რუსეთი უთმობდა თურქეთს აზოვს;
  • რუსეთს საერთოდ ეკრძალებოდა თავისი ელჩის ყოლა სტამბოლში;
  • სიმაგრეების ტაგანროგის და სამხრეთის სხვა სიმაგრეების განადგურება;
  • არ უნდა ჩარეულიყო პოლონეთის შინაურ პოლიტიკაში;
  • კარლ XII-ს ეძლეოდა შესაძლებლობა თავისუფლად გადასულიყო შვედეთში რუსეთის გავლით.

ამ ხელშეკრულებამ მისცა შესაძლებლობა შეენარჩუნებია არმია და გამოეყვანა ალყიდან პრაქტიკულად სრული შეიარაღებით. 23 ივლისი სამშვიდობო ხელშეკრულება იყო ბეჭდებით დამოწმებული, და უკვე საღამოს 6 საათისათვის რუსეთის არმია საბრძოლო წყობით, გახსნილი დროშებითა და ბარაბანების ცემით გავიდნენ იასისაკენ. თურქება გამოჰყვეს თავისი კავალერია რუსული არმიის დასაცავად თათრების თავდასხმებისაგან.

თვით შაფიროვი გრაფ შერემეტევთან ერთად დარჩა თურქებთან მძევლებად.

ხელშეკრულებამ ვერ შეწყვიტა რუსეთ-ოსმალეთის ომი — ნელა მიმდინარე საომარი მოქმედებები გრძელდებოდა კიდევ 2 წელი. პრუტის ხელშეკრულების ძირითადი დებულებები დამტკიცებული იქნა 1713 წელს დადებული ადრიანოპოლის სამშვიდობო ხელშეკრულებით.

  • უკრაინის სსრ ისტორია. კიევი, 1979, ტ.2, ფ.358.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]