ბალტა-ლიმანის ხელშეკრულებები
ბალტა-ლიმანის ხელშეკრულებები — ორი სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელთაგან ერთ-ერთი გაფორმდა ოსმალეთის იმპერიასა და გაერთიანებულ სამეფოს, ხოლო მეორე ოსმალეთის იმპერიასა და რუსეთის იმპერიას შორის, პირველს ხელი მოაწერეს 1838 წელს, ხოლო მეორეს 1849 წლის 1 მაისს ბალტა-ლიმანში, კონსტანტინოპოლის მახლობლად.
1838
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბალტა-ლიმანის პირველი ხელშეკრულება დაიდო გაერთიანებულ სამეფოსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. იგი კომერციული ხასიათის იყო და არეგულირებდა საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს. ხელშეკრულების თანახმად გაუქმდა ყოველგვარი მონოპოლიები.
1849
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბალტა-ლიმანის კონვენციას ხელი მოაწერეს 1849 წელს. ამ ხელშეკრულებამ დუნაის სამთავროებში მართვის საკითხი განსაზღვრა. მის თანახმად მოლდოვისა და ვლახეთის მთავარს ნიშნავდა სულთანი რუსეთთან შეთანხმებით 7 წლის ვადით. ბალტა-ლიმანის ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა 1853 წელს ყირიმის ომის დაწყებით.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- История Отечества с древнейших времён до наших дней. — М., 1999.
- Garvin, J. L., Franklin Henry Hooper, and Warren E. Cox. "Egypt: Modern History. Rule of Mehmed Ali." The Encyclopædia Britannica. 1910. Print.
- Geyikdağı, V. Necla. Foreign Investment in the Ottoman Empire: International Trade and Relations 1854-1914. London: Tauris Academic Studies, 2011. 18-28. Print.
- Hanioğlu, M. Şükrü. A Brief History of the Late Ottoman Empire. Princeton: Princeton UP, 2008. 60-71. Print.
- Hartesveldt, Fred Van. "Henry Buwler and the Convention of Balta Liman." Diss. Fort Valley State College, 1980. Columbus State University Archives. Web. 11 Dec. 2013.