ანტიოქიის ტაძარი
იერსახე
ანტიოქია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°50′28″ ჩ. გ. 44°43′28″ ა. გ. / 41.8413500° ჩ. გ. 44.7246694° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
ადგილმდებარეობა | ქ. მცხეთა |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
დეტალები
| |
ტაძრის გეგმა |
მცხეთის ანტიოქია, წმინდა სტეფანე პირველმოწამის ტაძარი — ეკლესია დგას მცხეთა-მთიანეთის მხარეში მცხეთაში მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის შესართავთან. შედგება სხვადასხვა დროის ნაგებობებისაგან: ძველი სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთით ნავიდან გადაკეთებული დარბაზული ეკლესიისაგან (VII–VIII სს.), კარიბჭისა და კარიბჭეზე დაშენებული სათავდაცვო კოშკისაგან (XVI-XVII სს.). ეკლესიის სამი კედელი და კარიბჭე ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით, ხოლო ეკლესიის სამხრეთი კედელი (გვიანდელია) და სათავდაცვო კოშკი — ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით.
2002 წელს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით სტეფანწმინდის ტაძართან ამოქმედდა წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის დედათა მონასტერი[1].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 233-234.