შინაარსზე გადასვლა

არქაიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არქაიზმი (ბერძ. ἀρχαῖος [archaîos] — „ძველი“) — მოძველებული სიტყვა, გამოთქმა, გრამატიკული ფორმა ან სინტაქსური კონსტრუქცია, რომელიც თანამედროვე ენაში აღარ იხმარება და მხატვრულ ლიტერატურაში ემსახურება მხოლოდ ეპოქის კოლორიტის ან ამაღლებული განწყობილების გადმოცემას, ე. ი. იხმარება როგორც სტილისტური ხერხი. მაგ., ლექსიკური არქაიზმი: „... მას ჰუნე (= ცხენი) თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს“ (ნიკოლოზ ბარათაშვილი); გრამატიკული არქაიზმი: „მზის ღიმილი აღაჩინა ცამან, ვარდს აღმოხდა ხმაი საოცარი“ (ანა კალანდაძე).