არქტიკა
იერსახე
არქტიკა (ბერძ. arktikos, ჩრდილოეთისა) — დედამიწის ჩრდილოეთ პოლარული მხარე, მოიცავს ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის განაპირა ნაწილებს, თითქმის მთელ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს (ნორვეგიის ზღვის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილების გამოკლებით) თავისი კუნძულებით (გარდა ნორვეგიის სანაპირო კუნძულებისა), აგრეთვე ატლანტისა და წყნარი ოკეანეების მომიჯნავე ნაწილებს. ამ ტერიტორიაზე თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყინავს და ხმელეთისა და ოკეანის დიდი ნაწილი თოვლითა და ყინულითაა დაფარული. ხმელეთის ნაწილს, რომელიც არქტიკას ესაზღვრება, ტუნდრას უწოდებენ. აქ ბინადრობს თეთრი დათვი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 609-610.
|