შინაარსზე გადასვლა

ბაჰრამ I

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰრამ I
სასანიდური ირანის მე-4 შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 271
მმართ. დასასრული: 274
წინამორბედი: ჰორმიზდ I
მემკვიდრე: ბაჰრამ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: 274
შვილები: ბაჰრამ II
ჰორმიზდი
დინასტია: სასანიანები
მამა: შაპურ I
დედა: ღურძადი
რელიგია: ზოროასტრიზმი

ბაჰრამ I (სპარს. بهرام یکم‎‎; დ. უცნობია ‎‎ — გ. 274) — სასანიდური ირანის მე-4 შაჰინშაჰი 271-274 წლებში, შაპურ I-ის უმცროსი ვაჟი, ჰორმიზდ I-ის ძმა.

ბაჰრამმა ტახტი დაიკავა მისი ძმის გარდაცვალების შემდეგ. მისი მმართველობა გამოირჩეოდა სისასტიკითა და რომის იმპერიასთან გაუთავებელი ბრძოლებით, რის გამოც ხორასანში დაიწყო აჯანყებები. ბაჰრამი დიდ ყურადღებას აქცევდა რელიგიას, კულტურასა და ხელოვნებას. მის დროს სპარსეთში მოღვაწეობდა წინასწარმეტყველი და მანიქეიზმის ფუძემდებელი, მანი, რომელიც თავად შაჰის ბრძანებით იქნა მოკლული.

ბაჰრამ I გარდაიცვალა 3 წლიანი მმართველობის შემდეგ, 274 წელს. ის შეცვალა მისმა ვაჟმა, ბაჰრამ II-მ.

  • Bahrām I, A. Sh. Shahbazi, Encyclopaedia Iranica, (August 24, 2011).[2]
  • Bahrām I, A. Sh. Shahbazi, Encyclopaedia Iranica.[3]
  • Elton L. Daniel, The History of Iran, (ABC-CLIO, 2012), 61.
  • Pourshariati, Parvaneh (2008). Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran. London and New York: I.B. Tauris. ISBN 978-1-84511-645-3. 
  • Shapur Shahbazi, A. (2005). „SASANIAN DYNASTY“. Encyclopaedia Iranica, Online Edition. ციტირების თარიღი: 18 March 2014.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)