გაიოზ კანდელაკი
გაიოზ კანდელაკი (დ. 27 ივნისი, 1945, თბილისი) — ქართველი ხელოვნების მუშაკი. მუსიკალურ ღონისძიებათა დამაარსებელი და ორგანიზატორი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2018).
1967 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ავტოინჟინერი), ხოლო 1976 წელს მოსკოვის ხელოვნების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი.
1968-1971 წლებში დააარსა საქართველოს ახალგაზრდული შემოქმედების კლუბი, იყო მისი პრეზიდენტი. 1974-1977 წლებში თეატრ „მეტეხი“-ს დირექტორი. 1978-1980 წლებში — საკავშირო და საერთაშორისო ჯაზ-როკ ფესტივალის დამაარსებელი და ორგანიზატორი. 1989 წელს სსრკ-ში პირველი ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორი (თბილისში, „Госконцерт“-თან ერთად). 1977-1982 წლებში საქართველოს ფილარმონიის დირექტორი. 1977-1982 წლებში — ჯაზ-ფესტივალის ჟიურის წევრი (თბილისი, ვარშავა, ზამოშნი, პოლონეთი). 1982-1987 წლებში თბილისის გრამფირფიტების ჩამწერი სტუდია „მელოდია“-ს დირექტორი. 1987-2006 წლებში თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალური დირექტორი, პარალელურად მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი კონსულტანტი, ამავე წლიდან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ იდეის ავტორი, დამაარსებელი, პროდიუსერი. თბილისის ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორი, „ისტერნ-პრომოუშენის“ მრჩეველი. 1997 წლიდან თბილისის მუნიციპალური სახელმწიფო ორკესტრის „ბიგ-ბენდი“-ს დამაარსებელი და მთავარი კონსულტანტი. 2006 წლიდან რადიო 104.3 „სინდიკატი“-ს მუსიკალური რეპერტუარის ავტორი. ვარშავის საერთაშორისო ფესტივალის „ჯაზ-ჯამბორეს“ ვერცხლის მედალის მფლობელი (1980).
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2000 — ღირსების ორდენი
- საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე