გლობუსი
გლობუსი (ლათ. Globus — სფერო) — დედამიწის დაუმახინჯებელი კარტოგრაფიული გამოსახულება სფეროზე; დედამიწის მოდელი, რომელსაც ყველა მიმართულებით სიგრძეებისა და ფართობების ერთი და იგივე მასშტაბი აქვს. პირველი გეოგრაფიული გლობუსი გააკეთა ნიურნბერგელმა მარტინ ბეჰაიმმა 1492 წელს. XVII-XVIII საუკუნეებში, საზღვაო რუკების შემოღებამდე, გლობუსებს იყენებდნენ ზღვაოსნობაში.
კარტოგრაფიული შინაარსის მიხედვით გლობუსი სხვადასხვაგვარია, უმეტესად გავრცელებულია ფიზიკური-გეოგრაფიული და პოლიტიკური გლობუსები. ასტრონომიულ გლობუსებზე გამოსახულია ვარსკვლავიერი ცა. სასწავლო გლობუსების მასშტაბებია 1:30 მლნ. — 1 : 80 მლნ. თეთრ გრადუსთა ბადიანი შავი გლობუსები იხმარება მათემატიკური-გეოგრაფიული სავარჯიშოების შესასრულებლად, საპროექციო გლობუსი, რომელიც ცენტრში ელექტრონათურა აქვს, — კარტოგრაფიული პროექციების შესასწავლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ასლანიკაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 189.