გრეგორია მაქსიმილიანა ავსტრიელი
გრეგორია მაქსიმილიანა ავსტრიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
22 მაისი, 1581 გრაცი, ავსტრია |
გარდაცვალების თარიღი |
20 სექტემბერი, 1597, (16 წლის) გრაცი, ავსტრია |
რელიგია | კათოლიციზმი |
მშობლები |
მამა: კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი დედა: მარია ანა ბავარიელი |
გრეგორია მაქსიმილიანა ავსტრიელი (გერმ. Gregoria Maximiliana von Österreich, დ. 22 მაისი, 1581, გრაცი, ავსტრია — გ. 20 სექტემბერი, 1597, გრაცი, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ II-ისა და მისი ცოლის, ერცჰერცოგინია მარია ანა ბავარიელის ქალიშვილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრეგორია მაქსიმილიანა დაიბადა 1581 წლის 22 მაისს გრაცში, ავსტრიაში. იგი იყო ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ II-ისა და მისი მეუღლის, ბავარიის ჰერცოგ ალბერტ V-ის ასულ მარია ანა ბავარიელის ქალიშვილი. მას სახელი დაარქვეს რომის პაპ გრეგორი XIII-ისა და მისი დეიდის, მაქსიმილიანა მარია ბავარიელის პატივსაცემად. გრეგორია მაქსიმილიანა ღრმა ბავშვობიდანვე ძალიან კეთილშობილური და კომუნიკაბელური ხასიათისა იყო. მას შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან და ყველა და-ძმასთან.
ჰაბსბურგთათვის დამახასიათებელი წინ წამოწეული ქვედა ყბის გარდა, გრეგორია მაქსიმილიანას მემკვიდრეობით დეფორმირებული მხრები და ნაწიბურებიანი სახეც ერგო.
1596 წელს ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ელჩი ადმირალი დე არაგონი გრაცში ჩავიდა და ესპანეთ-ავსტრიის სამეფო კარებს შორის საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყო. მას დავალებული ჰქონდა ავსტრიის პრინცესებს შორის პრინცი ფილიპესათვის მეუღლის არჩევა. საბოლოოდ ელჩმა აღჩევანი გრეგორია მაქსიმილიანაზე და მის ორ დაზე — მარგარეტსა და ელეონორაზე შეაჩერა. მან სამივე მათგანის პორტრეტი წაიღო ესპანეთში რათა უკვე სასიძოს აერთია მათგან ერთ-ერთი. პრინცმა ფილიპემ თავის საცოლედ მარგარეტი აირჩია, მეფე ფილიპე II-ს კი უფრო მეტად გრეგორია მაქსიმილიანა მოეწონა, რადგან იგი მარგარეტზე უფროსი იყო და მემკვიდრის გაჩენას მისი აზრით ის უფრო მარტივად შესძლებდა.
1597 წლის 17 სექტემბერს ასტურიის პრინცი ფილიპე ეწვია გრაცის სამეფო კარს რათა გრეგორიაზე დანიშნულიყო. ამ დროს გრეგორია მაქსიმილიანა ძლიერ იყო ავად. ცნობილია, რომ პრინცს იმდენად არ მოეწონა იგი, რომ თურქ პატიმარს შეადარა. მტანჯველი დღეების შემდეგ, 1597 წლის 20 სექტემბერს გრეგორია გარდაიცვალა, 16 წლის ასაკში. საბოლოოდ ფილიპემ ის მიიღო რაც სურდა და მისთვის სასურველ მარგარეტზე დაქორწინდა.
წინაპრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Georg Haubenreich, Genealogia, 1598, p. 80. On-line
- German Society for Racial Hygiene, Archiv für Rassen- und Gesellschafts-Biologie, einschliesslich Rassen- und Gesellschafts-Hygiene, vol. VIII, p. 779. On-line
- Brigitte Hamann, Die Habsburger: ein biographisches Lexikon, Piper, 1988, p. 278.
- Societatea Academică Română, Acta historica, vol. III, Societatea Academică Română, 1959, p. 162.
- Karl Acham, Kunst und Geisteswissenschaften aus Graz, vol. II, Böhlau Verlag Wien, 2009, p. 88.