შინაარსზე გადასვლა

უელინგტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ველინგტონი)
დედაქალაქი
უელინგტონი
ინგლ. Wellington / მაორ. Te Whanga-nui-a-Tara
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 41°17′20″ ს. გ. 174°46′38″ ა. გ. / 41.28889° ს. გ. 174.77722° ა. გ. / -41.28889; 174.77722
დაარსდა 1839
ფართობი 290 (აგლომერაციის 1390) კმ²
ცენტრის სიმაღლე 0±1 მეტრი
მოსახლეობა 190 956 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 658,47 კაცი/კმ²
აგლომერაცია 381 090 (2013 წელი)
სასაათო სარტყელი UTC+12, ზაფხულში UTC+13
სატელეფონო კოდი 04
საფოსტო ინდექსი 5010, 5011, 5012, 5013, 5014, 5016, 5018, 5019, 5022, 5024, 5026, 5028, 6011, 6012, 6021, 6022, 6023, 6035 და 6037
ოფიციალური საიტი wellingtonnz.com
უელინგტონი — ახალი ზელანდია
უელინგტონი

უელინგტონი (ინგლ. Wellington, მაორ. Te Whanga-nui-a-Tara) — ახალი ზელანდიის დედაქალაქი. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ქვეყნის მეორე ქალაქი ოკლენდის შემდეგ, ოკეანეთის ქვეყნებში ყველაზე დიდი დედაქალაქი და მსოფლიოში ყველაზე სამხრეთით მდებარე დედაქალაქი[1]. ქალაქი მდებარეობს უელინგტონის რეგიონში, ჩრდილოეთი კუნძულის სამხრეთ ნაწილში. მაორის ენაზე უელინგტონის დასახელებაა — ტე ფანგა-ნუი-ა-ტარა (მაორ. Te Whanga-nui-a-Tara).

ქალაქ უელინგტონს სახელი დაერქვა ბრიტანეთის იმპერიის გამოჩენილი მხედართმთავრის, ვატერლოოს ბრძოლის გამარჯვებულის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, უელინგტონის I ჰერცოგის ართურ უელსლის პატივსაცემად „ქალაქის მომავლის მეტროპოლიასთან სამუდამო დაკავშირების“ მიზნით, ასევე ჰერცოგისთვის მადლიერების ნიშნად, რომელმაც მხარი დაუჭირა ქალაქის დამფუძნებელის უილიამ უეიკფილდის კოლონიზაციური გეგმების პრინციპებს[2].

ახალი ზელანდიის მკვიდრი მოსახლეობა — პოლინეზიელი ხალხი მაორები, ქალაქს იცნობენ სამი დასახელებით. პირველი მათგანია — ტე ფანგა-ნუი-ა-ტარა (მაორ. Te Whanga-nui-a-Tara, ითარგმნება როგორც „ტარას დიდი უბე“)[3]. მეორე — პონეკე (მაორ. Pōneke), მესამე — ტე უპოკო-ო-ტე-იკა-ა-მაუი (მაორ. Te Upoko-o-te-Ika-a-Māui, ითარგმნება როგორც „თევზ მაუის თავი“)[4].

ამას გარდა, უელინგტონს აქვს რამდენიმე მეტსახელი: დედაქალაქი-უბე (ინგლ. The Harbour Capital), ველივუდი (ინგლ. Wellywood = Wellington + Hollywood)[5] და ქარების ქალაქი (ინგლ. Windy City).

ერთი კვირით, 2012 წლის ნოემბერში უელინგტონს ოფიციალურად გადაერქვა სახელი და ეწოდა მიდლ-ოფ-მიდლ-ირთ (Middle of Middle-earth, ანუ „ხმელეთის შუა ნაწილი“)[6].

ბუნებრივი პირობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უელინგტონი მდებარეობს ჩრდილოეთი კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ვულკანური წარმოშობის — უელინგტონის უბის ნაპირას, რომელიც ჩრდილოეთის და სამხრეთის კუნძულების ერთმანეთისგან გამყოფი კუკის სრუტის ნაწილია. კარგ ამინდში ქალაქიდან მკაფიოდ ჩანს სამხრეთის კუნძულზე მდებარე კაიკურას მთები. ქალაქიდან ჩრდილოეთით მდებარეობს კაპიტის სანაპიროს პლაჟები, აღმოსავლეთით — რიმუტაკას მთები.

უელინგტონი საკმაოდ ხშირად განიცდის ძლიერ შტორმულ ქარებს. კლიმატი — ზღვის სუბტროპიკულია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა — +16 °C, ხოლო ივლისის — დაახლოებით +8 °C. წელიწადში საშუალოდ მოდის 1445 მმ ნალექი, ძირითადად წვიმის სახით. თოვლი მოდის მხოლოდ მაღლა მთებში. ქალაქი მიჩნეულია სეისმო საშიშად. ბუნებრივი მცენარეულობა წარმოდგენილია ხეებით და ბუჩქებით, რომელთა შორის ჭარბობს მარადმწვანე სახეობები.

ქალაქში მდებარეობს 102 პარკი და დასასვენებელი და გასართობი ადგილი. უელინგტონის ფართობი შეადგენს 289,9 კმ²-ს[7].

განვითარების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასაწყისში ევროპელების მიერ დაიწყო მკვიდრი მაორის მოსახლეობის მიწების მიტაცების პროცესი. 1839 წელს პოლკოვნიკმა უილიამ უეიკფილდმა, რომელიც მსახურობდა ახალზელანდიურ კომპანიაში, დააარსა ქალაქი ოდნავ ჩრდილოეთით მისი თანამედროვე მდებარეობიდან. მაგრამ 1840 წელს მდინარე ჰატის (ინგლ. Hutt, მაორ. Awakairangi) ძლიერმა ადიდებამ მოსახლეობა აიძულა გადასახლებულიყო სამხრეთით. პირველმა გადასახლებულებმა ქალაქს დაარქვეს უელინგტონი ფელდმარშალის, უელინგტონის I ჰერცოგის, გაერთიანებული ინგლისურ-ჰოლანდიური ჯარის მთავარსარდლის — ართურ უელსლის პატივსაცემად, იმ დახმარებისათვის, რომელიც მან გაუწია პირველ გადასახლებულებს. 1848 წლის ძლიერმა მიწისძვრამ ქალაქში გამოიწვია სერიოზული ნგრევები, ხოლო 1854 წელს ასევე ძლიერი მიწისძვრის გამო დაიღუპა ბევრი ადამიანი. 1865 წელს უელინგტონი გახდა ახალი ზელანდიის დედაქალაქი.

2013 წლის მონაცემებით უელინგტონის საქალაქო ზონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 381 090 ადამიანს, ხოლო საქმიანი ცენტრის (ინგლ. Wellington City) რაოდენობა — 190 956 ადამიანს. ქალაქთან მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც რეგიონალურად ეკუთვნიან „დიდ უელინგტონს“ ცხოვრობს კიდევ 190 134 ადამიანი. მოსახლეობის ყოველწლიური ზრდა საშუალოდ შეადგენს 3,5 %-ს.

დიდი უელინგტონის მოსახლეობა (2013 წლის აღწერა)
ქალაქი ჯამი მამაკაცები ქალები
უელინგტონი[8] 190 956 92 481 98 478
პორირუა[9] 51 717 24 906 26 811
აპერ-ჰატი[10] 40 179 19 770 20 409
ლოუერ-ჰატი[11] 98 238 47 556 50 682
დიდი უელინგტონი 381 090 184 713 196 380

მოსახლეობის რაოდენობის დაახლოებით 19 %-ს შეადგენენ 15 წელზე უმცროსი ბავშვები და დაახლოებით 9 %-ს 65 წელზე უფროსი ადამიანები. ეთნიკური ჯგუფების მიხედვით ჭარბობენ ევროპელები, რომლებიც შეადგენენ ქალაქის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 70,2 %-ს. მეორე დიდი ეთნიკური ჯგუფია მაორები — ქალაქის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 7,8 %-ს[12]. ქალაქის მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი ძირითადად აზიელები და პოლინეზიური ქვეყნების ხალხის წარმომადგენლებია.

ძირითადი სასაუბრო ენაა ინგლისური. სხვა ყველაზე უფრო გამოსაყენებელი ენებია ფრანგული, მაორი, სამოური, გერმანული და ჩინური.

უელინგტონის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანია. ქალაქში ასევე ცხოვრობენ ისლამის, იუდაიზმისა და ბუდიზმის მიმდევრები.

კულტურული მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უელინგტონი — ლამაზი და მშვიდი ქალაქია, ხიდების, ვიადუკების, გვირაბების, პარკების და სკვერების დიდი რაოდენობით. მრავალფეროვანია მისი არქიტექტორული სახე: ელექტიკური ნაგებობები, რომლებიც მიეკუთვნება XIX-XX საუკუნის პირველ ნახევარს, ქალაქის ქუჩებში შერწყმულია თანამედროვე ტიპის შენობებს და ხის მასობრივ ნაგებობებს. დედაქალაქის ერთ-ერთი საინტერესო ნაგებობაა — პარლამენტის მრგვალი შენობა, რომელსაც ქალაქის მოსახლეობა ეძახის ულეის. პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს მთავრობის ყოფილი სასახლე, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორეა სისგან აშენებულ შენობებს შორის. ასევე ყურადღებას იპყრობს პავლე მოციქულის მონასტერი. შესანიშნავია დედაქალაქის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდებარეობს მაღალი მთის ფერდოზე. ქალაქის დიდ სიამაყედ ასევე ითვლება ზოოპარკი, რომელშიც ცხოველები მოთავსებული არიან არა მარტო შემოფარგლულ უჯრედებში, არამედ ღია ფართე ვოლიერებში.

დამეგობრებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. New Zealand. CIA. World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-18. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2008.
  2. WELLINGTON CITY. Settlement and Growth. An Encyclopaedia of New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2008.
  3. Wellington Region. Lonely Planet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2008.
  4. Te Ara o nga Tupuna. Wellington City Libraries. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2008.
  5. Story Leads. Positively Wellington Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 17 ნოემბერი 2008.
  6. ახალი ზელანდიის დედაქალაქი გადაიქცევა ხმელეთის შუა ნაწილად
  7. Overview. Wellington City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი 2008.
  8. უელინგტონის მოსახლეობის აღწერა (2013 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-13. ციტირების თარიღი: 2015-02-25.
  9. პორირუას მოსახლეობის აღწერა (2013 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-13. ციტირების თარიღი: 2015-02-25.
  10. აპერ-ჰატის მოსახლეობის აღწერა (2013 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-13. ციტირების თარიღი: 2015-02-25.
  11. ლოუერ-ჰატის მოსახლეობის აღწერა (2013 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-13. ციტირების თარიღი: 2015-02-25.
  12. Population. Positively Wellington Tourism. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-23. ციტირების თარიღი: 18 ნოემბერი 2008.